სახლს, სადაც ჰიტლერი დაიბადა, კონფისკაცია ჩაუტარდება!

11.04.2016 საზოგადოება 748 0 0.0

Загрузка...

ავსტრიის ხელისუფლების მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ, საბოლოოდ გადაწყდა, რომ კერძო მესაკუთრისგან  გამოისყიდოს და შემდეგ კონფისკაცია ჩაუტაროს სახლს, რომელშიც ადოლფ ჰიტლარი დაიბადა და არ დაუშვას მისი ნეოფაშისტების ხელში ჩაგდება!

„ვითვალისწინებთ რა, სახლის უნიკალურ ხასიათს, მის ისტორიულ მნიშვნელობასა და საზოგადოებრივ ინტერესს, ჩვენ გადავწყვიტეთ, მოლაპარაკებები დავიწყოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს სამართლებივი ბაზის საფუძველზე, მოვახდინოთ მისი კონფისკაცია“ - იტყობინება ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი კარლ-ჰაინც გრუნდბაკი.

სახლის შესყიდვის გადაწყვეტილება, მრავალწლიანი უშედეგო დისკუსიების შემდეგ მივიღეთ, თქვა მან და თან დაამატა, რომ სახლის კერძო მეპატრონე, შესაბამის კომპენსაციას მიიღებს მესაკუთრეობის დაკარგვასთან დაკავშირებით-ო.
 

„ბოლო წლებში, ჩვენ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ექსპროპიაცია ერთადერთი მეთოდია, რომელიც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ეს შენობა ნეონაციტების „სიწმინდედ“ არ გადაიქცეს“, - განაცხადა მან.

სახლი, სადაც ჰიტლერი 1889 წლის 20 აპრილს დაიბადა, ჩრდილოეთ ავსტრიის უცნაურ ქალაქ ბრაუნაუ ამ ინში მდებარეობს და 2011 წლიდან დაცარიელებულია მას შემდეგ, რაც ხელისუფლება, მის მფლობელ ადგილობრივ მოქალაქე - ქალბატონ ჰერინდ პომერთან კამათში ჩაება.

გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, ავსტრიის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა პომერთან საარენდო ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც სახლი შეზღუდული შესაძლებლობების მოქალაქეთა ცენტრად გადაიქცა.

5 წლის უკან, პომერმა მოულოდნელად უარი განაცხადა აუცილებელი სარემონტო სამუშაოთა ჩატარების თანხმობაზე. ქალბატონმა ასევე სახლის შესყიდვის წინადადებაზეც უარი თქვა, რითაც ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდად გააღიზიანა.

 

 


სადაც ჰიტლერი დაიბადა, სადაც, დაიბადა, კონფისკაცია, ჰიტლერი, ჩაუტარდება, სახლს, კონფისკაციას ჩაუტარდება!

მთვარის ჰოროსკოპი: 22 ოქტომბერი (2019)
21.10.2019
22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი (2019)
21.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 21 ოქტომბერი, 2019 წელი
21.10.2019
საცვლების ამ კოლექციამ, თანამედროვე მოდის სამყაროს საზღვრები დაამსხვრია!
21.10.2019
ქათმის რულეტი ყველით
21.10.2019
ანჯელინა ჯოლი ,,ჟივენშის" იისფერი სამოსით „მალეფისენტას" პრემიერაზე
21.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar