სალომე ზურაბიშვილი - რუსეთთან მოლაპარაკებებს არავითარი აზრი არ აქვს, ვიდრე მოსკოვი არ აღიარებს, რომ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას ახორციე

02.12.2018 ახალი ამბები 85 0 0.0

Загрузка...

მწვავე არჩევნების შემდეგ, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობებში ძლიერ ხაზს ირჩევს, – ამ სათაურით აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს სააგენტო Reuters-ი.

ინტერვიუში საქართველოს არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს არავითარი აზრი არ აქვს, ვიდრე მოსკოვი არ აღიარებს, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის ოკუპაციას ახორციელებს.

„რუსეთი საოკუპაციო ძალაა და უდიდესი შეშფოთების საგანია, რომ ის არაპროგნოზირებადია. როდესაც გყავს მტერი, რომელიც ცნობილი და პროგნოზირებადია, იცი, რა იქნება შენი მომდევნო ნაბიჯები. ამ შემთხვევაში, გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი, რა უნდა იყოს საქართველოს შემდგომი ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობებში. ის მეტად არაპროგნოზირებადია და ჩვენ ტერიტორიაზე ზედმეტადაა წარმოდგენილი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა Reuters-თან ინტერვიუში.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, მას სურს, რომ საქართველო დაინახონ არა მხოლოდ რუსული პრიზმით, არამედ როგორც უძველესი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, დანარჩენ მსოფლიოს ბევრი რამ შესთავაზოს.

ზურაბიშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ საკუთარი პროფილის ამაღლება საქართველოს რუსეთთან წინააღმდეგობაში დაეხმარება.
„გავხადოთ საქართველო უფრო მეტად აქტუალური, ეს ასევე არის გზა, რომ ევროპელ პარტნიორებთან ჩვენს ურთიერთობებზე რუსეთს ნაკლები გავლენა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია, მეტი ვთხოვოთ ევროპელ პარტნიორებს და ჩემი განზრახვაა, ვიყო უფრო მომთხოვნი პარტნიორი ევროპელებისადმი და ასევე ჩვენი ნატო-ელი პარტნიორებისადმი. ჩემი მიზანია, შევარიგო საქართველოს დაყოფილი საზოგადოება. ზუსტად ეს სურს რუსეთს – დაყოფილი და დასუსტებული ქვეყანა, დისკრედიტებული პრეზიდენტით, რომლის ლეგიტიმაციაზე შეტევა ხორციელდება“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო Reuters-სთან ინტერვიუში.

ავტორი - გივი ბარამიძე 

წყარო

ზურაბიშვილი, საქართველო, აზრი, სალომე, რუსეთი, მოსკოვი, არ აღიარებს, არავითარი, აქვს, მოლაპარაკებები

როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019
სექსი იაპონურად: 20 ყველაზე უხამსი და ეგზოტიკური ფაქტი. (+18 )
17.02.2019
2019 წლის თებერვლის თვის ასტროლოგიური პროგნოზი
17.02.2019
ყველის წვნიანი ბარდით / yvelis wvniani bardit
16.02.2019
2019 წლის 17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
16.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...