სარალიძე ჩაგრავდა თანასკოლელებს და დანარჩენებმა მიიღეს საშინელი გადაწყვეტილება" - ლალი მოროშკინა

06.07.2018 საზოგადოება 201 0 0.0

Загрузка...

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და ასე ეხმაურება ხორავას ქუჩის საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს:

"მოემზადეთ მძიმე სიმართლის მოსასმენად! რათ უნდა ამას ამდენი გამოძიება? რას იდებილებთ თავებს???? ვინ ვერ ხვდება კიდევ რა მოხდა? რა შუაში არიან პოლიტიკოსები ამ ამბავთან? არ მინდოდა, ამაზე საუბარი, მაგრამ ძალიან მარაზმისკენ წავიდა სიტუაცია...

image

მოკლედ, მეც #51 -ელი ვარ. შესაბამისად ასმაგად განვიცადე ბიჭების ტრაგედია და როდესაც ბავშვები სისხლით იცლებოდნენ, "ფბ"-ს მეშვეობით მივმართე საზოგადოებას სისხლი ჩაგვებარებინა " არამიანცის სისხლის ბანკში" ერთადერთი ნაცნობი, რომელიც იქ მოვიდა Ermile Nemsadze გახლდათ... სამაგიეროდ, მრავლად იყვნენ ბიჭების სკოლელები. იქ მოვისმინეთ სრული სიმართლე მომხდართან დაკავშირებით...

სკოლის მოწაფეებმა პირი შეკრეს სარალიძეს წინააღმდეგ, რომელიც ფიზკურად ძლიერი იყო და როგორც ბავშები ყვებოდნენ ზედმეტად მკაცრად ექცეოდა და ჩაგრავდა თანასკოლელებს და მაშინ დანარჩენებმა მიიღეს საშინელი გადაწყვეტილება შური ეძიათ "კოზა ნოსტრას" პრინციპით!(ნაც.მოძრაობაც ამ პრინციპზე იდგა და დგას დღემდე!) უკლებლივ ყველას უნდა მიეღო მონაწილეობა ბიჭის დაჭრაში, რომ შემდგომ, არ გაეთქვათ ერთმანეთი! უნდოდათ მოეკლათ?-არა მგონია....

ამასობაში გათამაშდა კლასიკური ტრაგედია, როდესაც მსხვერპლი უდანაშაულოა-დადუნაშვილი, რომელიც, საერთოდ არ წარმოადგენდა მხარეს, საკუთარ წესიერებას შეეწირა, მან ვერ ჩაუარა გულგრილად სისხლიან გარჩევას.... აი რატომ არის გამოყენებული ამდენი სხვადასხვა ცივი იარაღი, აი რატომ არ გაწირეს ბიჭებმა ერთმანეთი და დუმილს ამჯობინებენ!

და მთავარი! რა უნდა ექნა პროკურატურას??? ყველა ერთად დაეპატიმრებინა ჯგუფური ბრალდებით, განეთავსებინა სამარტოო საკნებში და უახლოეს საათებში ეცოდინებოდა ყველაფერი წვრილ-წვრილად, რადგან ციხე შიგნიდან არც ისე რომანტიულია, როგორც შანსონებში მღერიან! სულ ეს იყო!!!

პროკურატურის უნიათობამ ან მიზანმიმართულმა საბოტაჟმა ხელ-ფეხი გაუხსნა ნაც.ზონდერობას, რომლებმაც კარგად იციან კოზა ნოსტრასეული მეთოდები....

ეს თაობაც მათი არასწორი სისხლიანი რეჟიმის პროდუქტია! ასე იყო ეს და არ უნდა ამ პროცესს მეტი პოლიტიზირება! მორჩა კინო! მიუშვით ღუმელთან მცოდნე და საღამომდე გეცოდინებათ დამტკიცებული სრული სიმართლე!" - წერს ლალი.

imageimage

intermedia.ge


მოროშკინა, საშინელი, ლალი, გადაწყვეტილება, ჩაგრავდა, დანარჩენები, მიიღეს, სარალიძე, თანასკოლელები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს
18.02.2019
2019 წლის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18.02.2019
ზოდიაქოს 12 ნიშანი: ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) / Zodiaqos 12 nishani: Tyupebi (22 maisi - 21 ivnisi)
18.02.2019
როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019
სექსი იაპონურად: 20 ყველაზე უხამსი და ეგზოტიკური ფაქტი. (+18 )
17.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...