სექსპოზიტივი: რა არის ეს და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი?

17.03.2019 სექსის შესახებ 56 0 0.0

Загрузка...

სექსის ნაკლებობაზე ადამიანები ყველა დროში ჩიოდნენ, მაგრამ, თუკი დავფიქრდებით, ორმხრივი თანხმობით სექსი უსიამოვნო არასდროსაა! და ტაბუს გამო ეს თემა თანდათანობით უფრო მისაღებია ურთიერთობაში.

რას ნიშნავს, იყოთ სექსპოზიტივი? ამის შესახებ ქალები მოგიყვებიან.

1. არ აქვს მნიშვნელობა სექსის რაოდენობას

„ჩემთვის სექსი არის ის, რაც მაიძულებს, თავი უკეთ ვიგრძნო. და არ აქვს მნიშვნელობა, ბევრია ის, ცოტა თუ „საკმარისი“. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სექსპოზიტივი - ეს ხშირ სექსუალურ აქტს გულისხმობს, მაგრამ ასე სულაც არ არის! უბრალოდ, არ ვფიქრობ, რომ ინტიმი დანაშაულია, სულ ეს არის“. კირა, 26 წლის.

2. მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ

„ჩემთვის სექსპოზიტივი სხეულიდან შფოთვის მოშორებაა. მაქვს იარები, რომელთა გამო ადრე ტანსაცმლის გახდა მერიდებოდა. ახლა აღარ მრცხვენია. გარდა ამისა, განვიცდიდი, რომ ორგაზმს ვერ ვიღებდი, ხშირად ვიმიტირებდი კიდეც მას. ახლა უკვე ვიცი, რა დრო მჭირდება ორგაზმის მისაღებად და პარტნიორს მოუწევს ამასთან შეგუება“. დინა, 27 წლის.

3. სექსი მზრუნველობითა და ორმხრივი სიამოვნებით სიძლიერის ნიშანია

„ვიცი, რომ ჩემი სექსუალური თავგადასავალი სასიამოვნო და უსაფრთხო იქნება. ვზრუნავთ ერთმანეთზე და შესანიშნავად ვატარებთ დროს“. ევგენია, 21 წლის.

4. არ შეიძლება ვინმეს დადანაშაულება არასწორი პრიორიტეტებისთვის

„იყო სექსპოზიტივი - ნიშნავს, პატივი სცე ადამიანების არჩევანს. ყველა ადამიანს აქვს უფლება, დაკავდეს სექსით, ვისთანაც უნდა, ან საერთოდ არაფერი აკეთოს. და არ შეიძლება სხვების დადანაშაულება, თუკი მათ არ უყვართ ექსპერიმენტები“. პოლინა, 30 წლის.

5. სექსზე საუბარი შესაძლებელი და საჭიროა

„ჩემთვის სექსპოზიტივი - ეს არის ინტიმურ ცხოვრებაზე გულახდილად საუბრის შესაძლებლობა. არ აქვს მნიშვნელობა, სიამოვნებას დამოუკიდებლად იღებთ, პარტნიორთან გაქვთ სექსი თუ სულაც ჯგუფური სექსი გირჩევნიათ, ან ასექსუალი ხართ თუ ქალიშვილი. მნიშვნელოვანია, თავისუფლად, კომპლექსების გარეშე შეძლოთ ამის შესახებ ლაპარაკი, მით უმეტეს, რომ სექსი ბევრი ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია“. ირინა, 26 წლის.

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია

წყარო

სექსპოზიტივი

თვალისმომჭრელი ირინა შეიკი Versace-ს ახალ სარეკლამო რგოლში! (ვიდეო)
19.04.2019
წლის ტრენდი: კაილი ჯენერი გამჭვირვალე სამოსს იხდენს!
19.04.2019
კიმ და კანიე უესტების სამზარეულოს საიდუმლო ამოხსნილია! (ვიდეო)
19.04.2019
სომხური ტოლმა(დოლმა)
19.04.2019
თვალებს ვერ დაუჯერებთ! - სოფლებში აღმოჩენილი 4 შემზარავი არსება!
19.04.2019
ბუდას გამონათქვამები
19.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar