სექტემბრის თვის სასიყვარულო ჰოროსკოპი

29.08.2019 ასტროლოგია 43 0 0.0

Загрузка...

ვერძი 

მარტოხელა ვერძს რომანტიკული ნაცნობობა ელის. ურთიერთობა სერიოზულ რომანში მაშინ გადაიზრდება, თუ თქვენი გული დაკავებული არაა და თავად მოინდომებთ. მეუღლეებს შორის მატერიალურ საკითხებზე კამათია მოსალოდნელი. სექტემბრის ბოლოს ახალგაცნობილ ადამიანთან სექსუალური ექსპერიმენტების სურვილი გაგიჩნდებათ. 
 

Astrologia



კურო 

შეიძლება სიყვარულში გამოგიტყდეთ ადამიანი, რომელიც ან მეგობრად მიგაჩნდათ, ან თქვენი მშობლების შვილი/მეგობარია. თქვენზეა დამოკიდებული როგორ განვითარდება მოვლენები. შუა თვეში თქვენმა პარტნიორმა შეიძლება ვერ დააფასოს ის, რასაც მისი გულისთვის აკეთებთ. თვის ბოლოს საყვარელი ადამიანი თქვენთვის უფრო მეტად ძვირფასი გახდება. 


 

Astrologia

ტყუპი 

ფლირტი შეიძლება გრძნობების აშკარა დემონსტრაციაში გადაიზარდოს და ძვირფასი საჩუქრებიც მიიღოთ. მეუღლეებს რომანტიკული მგზავრობა/მოგზაურობა ელით. საყვარელ ადამიანთან ჩხუბს აირიდებთ, თუ პარტნიორი სიბრძნეს გამოავლენს და არ აგყვებათ. მარტოხელებს თვის ბოლოს ახალი რომანტიკული კანდიდატი გამოგიჩნდებათ. 


 

Astrologia

კირჩხიბი 

შეიძლება რომანი გააჩაღოთ მასთან, ვის მიმართაც ნაზი გრძნობები გაკავშირებთ. დაქორწინებულებმა მეტად უნდა მოინდომოთ, რომ თქვენი კავშირი მეტად საინტერესო, ვნებიანი და რომანტიკული გახდეს. შუა თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში. თვის ბოლოს ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად შეგიძლიათ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. 


 

Astrologia

ლომი 

სექტემბერი ღირებულებების გადაფასების თვეა. მიხვდებით, რომ გვერდით მხოლოდ ღირსეული ადამიანი უნდა გყავდეთ, რომელთან ერთადაც საზოგადოებაში გამოჩენის არ შეგრცხვებათ. დაქორწინებულები აიძულებენ მეუღლეებს მათი გულისთვის გმირობა, განსაკუთრებული ქმედება ჩაიდინონ. არ დაგავიწყდეთ სატრფოს შექება. შუა თვეში საჩუქარს მიიღებთ ახალი თაყვანისმცემლისგან. 

 

Astrologia

ქალწული 

მარტოხელა ქალწულები უფრო მეტად რომანტიკული გახდებით და თქვენს ცხოვრებაში შემოუშვებათ ადამიანს, რომლის მიმართაც ლტოლვას განიცდით. დაქორწინებულები მეუღლეების გავითარებით, მათი რეალიზაციით დაკავდებიან. შუა სექტემბერში თქვენს ცხოვრებაში დამაინტრიგებელი მოვლენა მოხდება. 

 

Astrologia


სასწორი 

მარტოხელებმა შეიძლება რომანი დაიწყოთ იმ ადამიანთან, რომელიც მუდმივად გეხმარებათ. თქვენ ღირსეულად დააფასებთ მას, ვინც კრიტიკულ, რთულ მომენტში მუდამ თქვენ გვერდითაა. დაქორწინებულების ურთიერთობა იმის მიხედვით განვითარდება, თუ რამდენად საჭიროებთ ფსიქოლოგიურად ამ ადამინთან ყოფნას. შეიძლება მის გამო მსხვერპლის გაღებამაც მოგიწიოთ. თვის ბოლოს სექსუალური ექსპერიმენტები გელით. 

 

Astrologia

მორიელი 

მარტოხელებს განსაკუთებული სიახლეები არ გელით. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სექსუალური კავშირი გსურთ ადამიანთან, რომელსაც მეგობარს ეძახით. დაქორწინებულები გაგებით უნდა მოეკიდოთ მეუღლის მოთხოვნებს. ოჯახურ ცხოვრებაში ხასიათის გამოვლენას მოეშვით. შუა თვეში საყვარელი ადამიანისთვის ძვირფასი საჩუქრის გაკეთების სურვილი გაგიჩნდებათ. 

 

Astrologia

მშვილდოსანი 

სექტემბერში საკუთარ თავს უღალატებთ, შეიძლება უარი თქვათ ადამიანზე, რომელიც მოგწონდათ და ურთიერთობა დაიწყოთ იმასთან, ვინც საერთოდ არ გიზიდავდათ სექსუალურად. მეუღლესთან კამათში მუდამ თქვენ ვერ იქნებით მართალი. ზოგჯერ უნდა აღიაროთ კიდეც საკუთარი დანაშაული. თვის ბოლოს სურვილი გაგიჩნდებათ, ახალი რომანტიკული პარტნიორი გაიჩინოთ. 

 

Astrologia

თხის რქა 


მარტოხელები გააჩაღებთ რომანს ადამიანთან, რომელსაც გარშემო ყველა განიხილავს. ის შეიძლება იყოს თქვენზე ასაკით გაცილებით პატარა. დაქორწინებულების ცხოვრებაში შეიძლება შემოიჭრას ადამიანი, რომელთანაც ადრე რომანი გქონდათ. თვის ბოლოს მოერიდეთ ნებისმიერ კონტაქტს (სექსი, ფლირტი) იმ ადამიანთან, ვისთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა არ გსურთ. 

 

Astrologia

მერწყული 

თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელთანაც წარსულში არაფერი გამოგივიდათ. შეიძლება ცოტა ხნით გაერთოთ, მაგრამ ურთიერთობა არ განვითარდეს. მოსალოდნელია სერიოზული საუბარი ადამიანთან, ვისაც ნამდვილად სურს თქვენ გვერდით ყოფნა. თვის ბოლოს მოერიდეთ კონტაქტს იმასთან, ვინც ყველანაირად ცდილობს თქვენი ყურადღების მიქცევას. 

 

Astrologia

თევზები 

თქვენს ფსიქოლოგიურ (შინაგანი ბლოკები) მდგომარეობასა და სურვილზე დამოკიდებული განავითარებთ თუ არა რომანს ადამიანთან, რომლის მიმართაც დიდი ხანია გრძნობები გაკავშირებთ. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ურთიერთობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ. შუა სექტემბერში მეუღლის კეთილდღეობაზე უფრო უნდა იფიქროთ, ვიდრე საკუთარ თავზე. 

 

Astrologia 

მოამზადა რუსუდან გელაშვილმა.


ჰოროსკოპი, სასიყვარულო, სექტემბერთი, თვე

დედამიწაზე აღმოჩენილი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები!
20.09.2019
ვინ არის გოგონა,რომლის დანახვაზეც კომენტატორს ენა დაება
20.09.2019
დესერტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რომელი შეგეფერებათ?
20.09.2019
ბრედ პიტი GQ-ის გარეკანზე! მსახიობის ახალი ფოტოსესია!
20.09.2019
2019 წლის საშემოდგომო ეკომეგობრულ კოლექციას
20.09.2019
12 ყველაზე ლამაზი მუზეუმი მსოფლიოში
20.09.2019

სულ კომენტარი: 0
avatar