შემოდგომის დეპრესია - როგორ უნდა დაამარცხოთ მოწყენილობა და ცუდი განწყობა

07.11.2018 ჯანმრთელობა 16 0 0.0

Загрузка...

ბევრი ადამიანისთვის შემოდგომის დადგომას თან ახლავს ემოციური თვალსაზრისით ცვლილებები. შემოდგომა ადამიანთა დიდი ნაწილისთვის სევდასთან, მოწყენილობასთანაა დაკავშირებული და ფსიქოლოგები ამას სეზონურ დეპრესიას, ან შემოდგომის დეპრესიას უწოდებენ.

ზაფხულის მზიან და თბილ დღეებს ცივი და ნაცრისფერი დღეები ენაცვლება და ეს ადამიანების განწყობის ცვლილების განმაპირობებელია. ადამიანს ტოვებს ბედნიერების განცდა, გრძნობს, რომ ჩვეულებრივზე უფრო მეტად იღლება, სურს, რომ უფრო მეტი დრო გაატაროს მარტომ, ჭამოს უფრო მეტი საჭმელი.

როგორც უკვე ვთქვით ადამიანების დიდ ნაწილზე შემოდგომა მკვეთრად ნეგატიურად მოქმედებს. წვიმა, სიცივე, დღის ხანგრძლივობის შემცირება შემოდგომის დეპრესიის განმაპირობებელი ხდება.

ამ დროს ადამიანის ტვინი გამოყობს ნაკლებ სერატონინს, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს განწყობაზე, ჭამის ჩვევებზე და ძილზე.

საინტერესო ისაა, რომ შემოდგომა ყველა ადამიანზე ერთნაირი სიმძაფრით არ მოქმედებს. ზოგიერთისთვის განსაკუთრებით რთულია სეზონური ცლილება და მათ სხვადასხვა ტიპის დარღვევები უვითარდებათ.

შემოდგომის დეპრესიის სიმპტომები:

ადამიანს უქვეითდება ინტერესი ყველაფრის მიმართ, უჭირს დაძინება, სხვადასხვა სიტუაციაში თავს ცუდად გრძნობს, შფოთვა აწუხებს, ასევე უფრო მეტად ფოკუსირებული ხდება პრობლემებზე, ცუდზე, ნეგატივზე. თუ საკუთარ თავში მსგავსი სიმპტომები აღმოაჩინეთ, დრო არ უნდა დაკარგოთ, თორემ უფრო რთულ პრობლემამდე მიხვალთ.

სწორი მოქმედების შედეგად შეძლებთ შემოდგომის დეპრესიის სიმძაფრის ხარისხის მინიმუმამდე დაყვანას. პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ ამინდის ცვლილებასთან ერთად ადამიანის ორგანიზმში ხდება ჰორმონალური ცვლილებებიც, რაც მთავარი განმაპირობებელია თქვენი უხასიათობისა და დეპრესიის.

სხეული იწყებს მელატონინის გამოყოფას. ეს არის ჰორმონი, რომელიც სხვადასხვა მოვლენებისადმი ინტერესს გიქვეითებთ. თუ საკუთარ ოთახში და საწოლში ყოფნის გარდა არაფერი გინდათ, ეს სწორედ მელატონინის ბრალია, რომლის დონემაც თქვენს ორგანიზმში ამინდის ცვლილებასთან ერთად მოიმატა.

რა უნდა გააკეთოთ შემოდგომის დეპრესიის დასაძლევად?

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თუ სხვადასხვა აქტივობებით დაკავდებით, ადვილად მოერევით დეპრესიას.

1. წადით გარეთ, ბუნებაში - ნუ ჩაიკეტებით სახლში. უფრო მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი. ისეირნეთ, შეხვდით ადამიანებს დღის შუქზე. მალევე შეამჩნევთ, როგორ გამოგისწორდებათ ხასიათი და როგორ გახდებით უფრო ენერგიულები.

2. კარგად გამოიძინეთ - ეცადეთ, რომ დღე-ღამეში რეგულარულად რვა საათი გეძინოთ. თუ ძილის რეჟიმს მოიწესრიგებთ, დეპრესიის დაძლევას უფრო მარტივად შეძლებთ.

3. გადახედეთ კვების რაციონს - სეზონური დეპრესიის დასაძლევად აუცილებელია რომ იყოთ ენერგიულები, ამისთვის კი, ჯანსაღი საკვები და სწორი კვების რეჟიმი გჭირდებათ. მიირთვით ბოსტნეული, ხორცი და გაამდიდრეთ სხეული ვიტამინებით.

4. ეცადეთ, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში და უფრო მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან - დაკავდით მათთან ერთად დაინტერესო აქტივობებით.

5. ივარჯიშეთ - ვარჯიში ყოველთვის კარგი იდეაა და ის დამატებით გმუხტავთ, ახალი ენერგიით გავსებთ, დეპრესიის დამარცხებაში გეხმარებათ. ვარჯიშის დროს წარმოიქმნება ენდორფინები, რაც თქვენი ბედნიერების ხარისხს ზრდის.

6. მიიღეთ D ვიტამინი - D ვიტამინი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ბედნიერების განცდის პროვოცირებისთვის (შენიშვნა: D ვიტამინის მიღება შეგიძლიათ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით)

წყარო

ქალები, რჩევები, დეპრესია, დეპრესიის დაძლევა, შემოდგომა

რომან გოცირიძე: არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა
19.11.2018
ფინანსთა მინისტრი: მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს
19.11.2018
საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა
19.11.2018
მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა
19.11.2018
ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
19.11.2018
რა უნდა დავაწყოთ ახალი წლის სუფრაზე, თუ გვსურს, რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს გემრიელი საჭმელი? - ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
19.11.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...