შეთავსებადია თუ არა ალკოჰოლი და სილამაზე?

06.04.2019 საკითხავი 27 0 0.0

Загрузка...

ალკოჰოლური სასმელების მოყვარულებს ალბათ ყოველთვის აინტერსებთ ამ კითხვაზე პასუხი, ახდენს თუ არა გავლენას ალკოჰოლი გარეგნობაზე? ერთი ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ თქვენი თვალები იწყებს ციმციმს, ორგანიზმში სტრესის დონე დაბლა იწევს ხოლო თქვენი მოძრაობები ხდება უფრო თავისუფალი და მსუბუქი. თუმცა სინამდვილეში ხდებით თუ არა უფრო მომხიბვლელი ამ დროს ?

კოსმეტოლოგები, დიეტოლოგები და კვების სპეციალისტები თვლიან, როომ ალკოჰოლი გარეგნობის საუკეთესო მეგობარი ნამდვილად არაა.პირველ რიგში ალკოჰოლი იწვევს კანის სიმშრალეს, კანის ნაადრევ დაბერებას და ხელს უწყობს თვალების ქვეშ არსებული შავი რგოლების გაზრდას. მაგრამ როგორ მოვიქცეთ თუკი ალკოჰოლი თქვენი სოციალური ცხოვრებისა და პარასკევი საღამოს განუყოფელი ნაწილი გახდა და მასზე უარის თქმა არ გინდათ, რომელი უნდა აირჩიოთ, სილამაზე თუ ალკოჰოლი?

ყველა ტიპის ალკოჰოლი შეიცავს შაქარს, თუმცა ნატურალურ, ბუნებრივად დამზადებულ ღვინოში შაქარსა და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს არ ამატებენ, ამიტომ შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ის სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან შედარებით უსაფრთხოა.

ყინულიანი არაყი და ტეკილა ლიმონთან ერთად - ეს ის ორი სასმელია, რომელიც ღვინოზე ნაკლებ შაქარს შეიცავს, თუმცაღა თუკი დაამატებთ ტონიკს ან რომელიმე სხვა გაზიან საასმელს, ლოგიკურია, რომ მისი კალორიების რაოდენობა ავტომატურად გაიზრდება. ძლიერი სასმელები ეხმარება თქვენს მეტაბოლიზმს, თუმცაღა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ალკოჰოლთან გაქვთ საქმე და ფრთხილად იყავით.

ეცადეთ კვირაში მინიმუმ სამი დღე არ მიიღოთ ალკოჰოლი არავითარი დოზით, ეს პროცესი გააძლიერებს თქვენს ორგანიზმსა და იმუნიტეტს. ასევე საკუთარ კანსა და თვალებს მომენტალურად შეამჩნევთ გამოსწორებას. თუკი გიჭირთ ერთ ჭიქა ღვინოზე უარის თქმა, ყოველი შემოთავაზებისას გაიხსენეთ, რომ მისგან მიღებული კალორიების დაწვასა და გადამუშავებას მინიმუმ 20 წუთი ვარჯიში მაინც დასჭირდება.

ავტორი: ნინო მეგრელიშვილი

წყარო

სილამაზე, ალკოჰოლი

აირჩიეთ პეპელა და გაიგეთ, რა გიშლით ხელს ცხოვრებაში
22.04.2019
10 მეტამორფოზა, რომლებიც თქვენს ასაკს საპასპორტო მონაცემებზე მეტად გასცემს
22.04.2019
თვისებები, რომლის გამოც მორიელის შეყვარება ღირს...
22.04.2019
ძალაუფლებით შეპყრობილი ზოდიაქოს ნიშნები
22.04.2019
ოპტიმიზმითა და ენთუზიაზმით შთაგონებული ზოდიაქოს ნიშნები
22.04.2019
„შეცდომისა“ და „უშეცდომობის“ ეზოთერული ანატომია
22.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar