„შეცდომისა“ და „უშეცდომობის“ ეზოთერული ანატომია

09.03.2019 ასტროლოგია 36 0 0.0

Загрузка...

ჩვეულებრივი ყოფთი ცხოვების მანძილზე, ხშირად ხდება ხოლმე, რომ ადამიანი უკვირდება კონკრეტულ მომენტში გადადგმულ თავის ნაბიჯებს და აღმოაჩენს ხოლმე, რომ რაღაცაში მან შეცდომა დაუშვა და რომ, ისე რომ ექნა, ასე იქნებოდა და ასე რომ ექნა - ისე იქნებოდა... მართალიცაა, მაგრამ აქ ჩვენ ჯობია დავაკვირდეთ, თუ რას ერქმევა „შეცდომა“... ისე რომ მომხდარიყო, ნამდვილად ასე იქნებოდა, ხოლო ასე რომ მომხდარიყო, ნამდვილად ისე იქნებოდა, რადგან სამყაროში ყველაფერს გააჩნია თავისი აღმძრავი, წარმომქმნელი ნულოვანი ათვლის წერტილი, რომელი წერტილის წარმოქმნაც, თავის მხრივ, მანამდელი რაღაც მოვლენის კულმინაციით იქნა განპირობებული და მოვლენის განვითარების ათვლის წერტილშივე არსებობს განვითარების კულმინაციისას უკვე პროგრამირებული შედეგი, რომელი შედეგიც, თავის მხრივ, ხდება ახალი მოვლენათა განვითარების აღმძრავი მიზეზი... საუბარი გვაქვს მიზეზ-შედეგობრივ კანონზომიერებაზე... ასე და ამგვარად, დეფინიცია - „შეცდომა“ გახლავთ პირობითი ცნება და სხვა, დაკვირვების შედეგად გამოტანილი დასკვნის საფუძველზე მოაზრებული „უშეცდომო ნაბიჯი“, კონკრეტული დამკვირვებლისთვის, სუბიექტურად მისაღები იქნებოდა, თუმცა, სამყაროს დუალურობიდან გამომდინარე, შეიძლება ნებისმიერმა „შეცდომამ“ გაცილებით სასარგებლო შედეგი მოუტანოს ადამიანს, ვიდრე „უშეცდომოდ“ გადადგმულმა რომელმე ნაბიჯმა...

რადგან მიზეზ-შედეგობრიობა ვახსენეთ, აქვე უნდა აღინიშნოს თუნდაც ამ „შეცდომის“, როგორც შედეგის წარმომავლობა, მიზეზი, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველაფერს გააჩნია თავისი წარმოქმნის წერტილი, საწყისი, რომელიც, ბოლოს შდეგად გვევლინება, ამ შემთხვევაში - „შეცდომად“... მაშასადამე, როდესაც მსჯელობისას ვიყენებთ ცნებას - „შეცდომა“, ეს დაკვირვების შედეგად გამოტანილი სუბიექტური დასკვნა-ინტერპრეტაციაა კონკრეტული ნაბიჯის, ქმედების, წარმოთქმული „მცდარი“ პოზიციისა...

ახლა ეს თემა განვავრცოთ რეალობის აღქმის და შეფასების კონტექსტში. ჩვენ ვაკვირდებით საკუთარ თავს, გარესამყაროს და გვიყალიბდება ხოლმე სტერეოტიპული წარმოდგენები, კლასიფიკაციები, ერთგვარი ფასეულობათა სისტემა, რომელი სისტემაც, ყოველი ადამიანისთვის ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს საერთო შეთანხმების სისტემები და კანონები, რომელთა ჩარჩოშიც, გარკვეულ დონეზე განვითარებული საზოგადოების თანაარსებობა და ადამიანური ურთიერთობებია შესაძლებელი. როცა რაღაც ხდება, კონკრეტულ მოვლენას ზოგი რა შეფასებას აძლევს, ზოგიც - რას... მაგრამ, მეგობრებო, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ არსებობს რეალობის მართლაც ცოტათი ობიექტური შეფასებაც, ხომ? მაგალითად, ის ფაქტი, რომ ახლა თქვენ ამ წინადადებებს კითხულობთ, ეჭვგარეშეა...

ახლა დავაკვირდეთ, რასთან გვაქვს საქმე. ობიექტი, პოზიცია, კითხვა ან პასუხი, რომელიც შეიძლება ადამიანმა შეაფასოს, როგორც „მცდარი“ ან „მართებული“, ამის შეფასების კრიტერიუმები დამოკიდებულია ცნობიერების სიხშირულ დიაპაზონზე, თუ რა დიაპაზონში აღიქვამს ესა თუ ის ადამიანი რეალობას - საკუთარ თავს, გარესამყაროს და საკუთარ თავს გარესამყაროსთან მიმართებაში... უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ზემოთთქმულიდან გამომდინარე, შეცდომად და უშეცდომობად ინტერპრეტირებული ნებისმიერი რამ განპირობებულია მხოლოდ ინტერპრეტირების სუბიექტური პოტენციიდან და შესაძლებლობიდან, ფასეულობათა ინდივიდუალური სტერეოტიპული სისტემიდან გამომდინარე, რადგან ვიღაცვისთვის შეცდომა, ვინმესთვის უშეცდომობაა...

მაშ რა გამოდის, მეგობრებო? სად არის აქ „ჭეშმარიტება“? გამოდის, რომ ყველგან და არსად...

იხილეთ სტატია სრულიად

შეცდომა, ეზოთერული, ანატომია, უშეცდომობა

ჯასინდა არდენი - ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი და ქალი, რომელიც პოლიტიკოსის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
21.03.2019
მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან
21.03.2019
მშობლების 5 შეცდომა, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს შვილის ცხოვრებაზე
21.03.2019
სახლში ბავშვებთან ყოფნა და მათზე ზრუნვა უფრო რთულია, ვიდრე სამსახურში მუშაობა - ექსპერტთა დასკვნა
21.03.2019
მოდის 7 წესი, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ
21.03.2019
სოდის გამოყენების 8 ხერხი, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდით
21.03.2019

სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...