shokoladis torti / შოკოლადის ტორტი

08.08.2018 კულინარია 22 0 0.0

Загрузка...

ი ნ გ რ ე დ ი ე ნ ტ ე ბ ი:
ბისკვიტი:
ფქვილი - 4 ჭიქა
შაქარი - 1 ჭიქა
ყავისფერი შაქარი - 1 ჭიქა
გამაფხვიერებელი - 1 ს/კ
სოდა - 1 ჩ/კ
მწიკვი მარილი
კაკაო - 1 ჭიქა
გამდნარი კარაქი - 1 ჭიქა
რძე - 1 ჭიქა
კვერცხი - 4 კვერცხი
ხსნადი ყავა - 1 ჭიქა

კრემი:
კარაქი - 400 გ
კაკაო - 1 ჭიქა
ვანილის ექსტრაქტი - 1 ს/კ
მწიკვი მარილი
შაქრის პუდრა - 1 ჭიქა
რძე - 1 ჭიქა
შოკოლადის დროპსები - მოსაყრელად
გამდნარი შოკოლადი - მოსასხმელად
ტაბულა

მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

ჯამში აურიეთ ბისკვიტისთვის განკუთვნილი ყველა მშრალი ინგრედიენტი: ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი, შაქარი (ორივენაირი), საკვები სოდა, მარილი.

ცალკე ჯამში ჩაასხით გამდნარი კარაქი, დაუმატეთ რძე, ცალკე ოდნავ ათქვეფილი კვერცხი, ხსნადი ყავა (მოდუღებული და გაციებული). შემდეგ დაუმატეთ მშრალი მასის მიქსი და მოზილეთ ნაზი ცომი. გაანაწილეთ ბისკვიტი 3 ერთი ზომის ფორმაში და აცხვეთ 180 გრადუსზე თითუელი 35 წუთი. გააგრილეთ ბისკვიტები, მანამდე კი მოამზადეთ კრემი:

დარბილებული კარაქი ჩაჭერით ჯამში, დაუმატეთ კაკაო, ვანილის ექსტრაქტი, მწიკვი მარილი და ათქვიფეთ მიქსერით. ისე რომ, არ შეაჩეროთ თქვეფა, დაუმატეთ შაქრის პუდრა და წვრილი ნაკადით  რძე. თქვიფეთ ერთგვაროვანი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე.

გაციებულ ბისკვიტებს წაუსვით კრემი. ბოლო ფენას და მთლიანად ტორტს წაუსვით კრემი, მოაყარეთ შოკოლადის დროპსები და მოასხით გამდნარი შოკოლადი.

მოათავსეთ ცოტა ხნით მაცივარში, შემდეგ კი - გემრიელად მიირთვით! 


shokoladis torti, შოკოლადის ტორტი

Live (იტალია) გენუაში საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა
14.08.2018
აქვს თუ არა სიყვარულს ასაკი?
13.08.2018
რამდენ წელს იცოცხლებ?! - ტესტი ამერიკელი ექიმებისგან (სამედიცინო ტესტი)
13.08.2018
კოჭას ნაყენი პირიდან უსიამოვნო სუნს სპობს
13.08.2018
ახალი კობოსტოს ფხალი / axali kombostos fxali
13.08.2018
ზოდიაქოს სახლების სისტემა - მესამე სახლი
13.08.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...