„შპს სტადიონი“ აცხადებს, რომ ბათუმის სტადიონი დაგეგმილზე ადრე გაიხსნება

24.08.2019 სპორტის სიახლეები 34 0 0.0

Загрузка...

ბათუმის სტადიონი დაგეგმილზე ადრე გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ სტადიონის დამკვეთი კომპანია „შპს სტადიონი“ Facebook-ზე ავრცელებს.

„მოედნის მშენებლობა დასკვნით ფაზაზე გადავიდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები და ვგეგმავთ მოედნის საფარის დაგებას. უკვე შესრულებული სამუშაოები სრულად შეესაბამება უეფას სტანდარტებსა და მოთხოვნებს. მიმდინარე ტემპიდან გამომდინარე, ვგეგმავთ სტადიონის მშენებლობის დასრულებას იმაზე ადრე, ვიდრე ეს ხელშეკრულებით არის გათვალისიწნებული“, - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, „შპს სტადიონის“, მშენებელი კომპანია „ანაგის“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა შედგა, რომელზეც მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს.

ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. ახალი სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და უეფას IV კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მისი გახსნა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა.


ადრე, შპს სტადიონი, აცხადებს, დაგეგმილი, სტადიონი, გაიხსნება, ბათუმი

დედამიწაზე აღმოჩენილი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები!
20.09.2019
ვინ არის გოგონა,რომლის დანახვაზეც კომენტატორს ენა დაება
20.09.2019
დესერტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რომელი შეგეფერებათ?
20.09.2019
ბრედ პიტი GQ-ის გარეკანზე! მსახიობის ახალი ფოტოსესია!
20.09.2019
2019 წლის საშემოდგომო ეკომეგობრულ კოლექციას
20.09.2019
12 ყველაზე ლამაზი მუზეუმი მსოფლიოში
20.09.2019

სულ კომენტარი: 0
avatar