შვიდი პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ტვინს

27.07.2019 ჯანმრთელობა 36 0 0.0

Загрузка...

ზოგიერთი პროდუქტის მიღებისას ტვინი სწრაფად იღლება, ავადდება და იმაზე გაცილებით ცუდად მუშაობს, ვიდრე შეუძლია.

მათ, ვისაც სურს ტვინი მუდმივად აქტიურ მდგომარეობაში ჰქონდეს, და ამასთან, იზრუნოს დემენციის პროფილაქტიკაზე, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი ვარჯიში, არამედ სწორი კვებაც. რამდენად უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, საკმაოდ ბევრი პროდუქტია, რომლის რეგულარული მოხმარებაც პირდაპირ აქვეითებს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს. შეამოწმეთ ხომ არ არის რომელიმე თქვენს რაციონში. და თუ აღმოაჩენთ, სასწრაფოდ ამოიღეთ ის!

მცენარეული ზეთი

image

ისევ მცენარეული ზეთით ამზადებთ სადილს და დარწმუნებული ხართ, რომ ეს უფრო სასარგებლოა, ვიდრე კარაქით მომზადებული? 2017 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად დადასტურდა პირდაპირი კავშირი რეგულარული მოხმარების ზეთს, რომელშიც შეიცავს ცხიმოვან მჟავას ომეგა–6 (ჩამონათვალში შედის მზესუმზირის და რაფსის ზეთი) და ალცჰეიმერის დაავადებას განვითარების მაღალ რისკს შორის. მიირთვით ზეითუნის ზეთი, რაც შეეხება ცხელ კერძებს, გამოიყენეთ ცხოველური ცხიმები

თინუსი

image

თინუსი და ხმალთევზა ჩემპიონებად შეიძლება ჩავთვალოთ, როცა საქმე ვერცხლისწყლის შემცველობას ეხება. ამ ელემენტს უნარი აქვს დაგროვდეს ადამიანის ორგანიზმში, მისი მომატებული დოზა კი საზიანოა ტვინის ჯანმრთელობისთვის. მეცნიერებმა სამხრეთ ფლორიდის (აშშ) უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ ადამიანებს რომელთაც სისხლში ვერცხლისწყლის მაღალი შემცველობა აღენიშნებათ, ტვინის კოგნიტური ფუნქცია 5%-ით დაბალი აქვთ. დამეთანხმებით, რომ ეს დაუშვებლად ბევრია!

საკვები, რომელიც მზადდება ფრიტურში

image
 

პირველ რიგში, აღსანიშნავია რომ ფრიტურში საჭმლის მოსამზადებლად იყენებენ მცენარეულ ან რაფსის ზეთს. და მეორეც, ასეთი ცხიმიანი საკვები იწვევს ტვიში ანთებითი პროცესების განვითარებას. გსურთ, რომ დარჩეთ ჭკვიანი და აქტიური? მოამზადეთ საკვები გრილზე, გამოაცხეთ, მოთუშეთ და არავითარ შემთხვევაში არ შეწვათ!

ტკბილი სასმელები

image

ტკბილი სასარგებლოა ტვინისთვის? ამ საკითხს ასე მარტივად ვერ შევხედავთ. ტკბილი გაზიანი სასმელის, წვენის, ჩვეულებრივი შაქრიანი ჩაის რეგულარული მიღება შესაძლოა იწვევდეს ენერგიის ხანმოკლე მოზღვავებას და ამაღლებდეს ტვინის აქტივობას, თუმცა, საფასურის გადახდა გვიწევს ანთებითი პროცესების მაღალი რისკით. ეს კი თავის მხრივ იწვევს კოგნიტური ფუნციის დარღვევას და დემენციასაც (ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების: მეხსიერების, სწავლის, აზროვნების, ორიენტაციის, მეტყველებისა და მსჯელობის სხვადასხვაგვარი აშლილობები) კი. სანამ გვიან არ არის გადადით უშაქრო ჩაიზე!

ტრანსცხიმები

image

კონკურსი რომ ტარდებოდეს ყველაზე მავნე პროდუქტის გამოსავლენად, ეს საკვები თავისუფლად მოიგებდა და გრან-პრისაც აიღბდა. პრაქტიკულად ჩვენი სხეულის ყველა სისტემა ზიანდება, როდესაც ვიღებთ საკვებს ტრანსცხიმების მაღალი შემცველობით, რაღა თქმა უნდა, არც ტვინია გამონაკლისი. ტრანსცხიმების მიღება ხდება ხელოვნური გზით არანაჯერი ცხიმების გადამუშავებისას ნაჯერ ცხიმებად, მათი გაცხელების და ჰიდროგენიზაციის (წყალბადის ატომების დამატებით) საშუალებით. ალცჰეიმერით დაავადების რისკი იზრდება, როცა მივირთმევთ ცხიმიანს და საზიანოს – გახსოვდეთ ამის შესახებ!

ალკოჰოლი

image

image

მეცნიერთა მტკიცებით, არ არის ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო ალკოჰოლის დოზა. კვირაში ერთ ჭიქა ღვინოსაც კი შეუძლია ზიანის მოტანა. და რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ შეიძლება დიდი რაოდენობით მიღება: ეს ტვინის სტრუქტურისთვის საზიანოა, შესაძლოა დააზიანოს მისი ფუნქცია და შეუქცევადი გახადოს. რაც უფრო მეტს ვსვამთ, უფრო ცუდად მუშაობს ჩვენი ტვინი.image

სწრაფი კვების პროდუქტები

image

გაჯერებული ცხიმები, მარილი, შაქარი – სწრაფი კვების პროდუქტები მოიცავენ ყველა იმ კომპონენტს, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ტვინს. თუ გატაცებული ხართ ე.წ. "ფასთ ფუდით, " მხედველობაში იქონიეთ: მსგავსი საკვების ერთ ულუფას უნარი აქვს ხელი შეუშალოს ტვინს ახალი ინფორმაციის აღქმაში და დამუშავებაში.

წყარო

ზიანი, მნიშვნელოვნაი, ტვინი, პროდუქტი, შვიდი

10 გენიალური გამოცანა, რომლებიც 7 წამში უნდა ამოხსნათ
17.08.2019
დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა
17.08.2019
სექსუალური სერფერი დების ათი ფოტო, რომლებიც ინსტაგრამზე ნამდვილ ცეცხლს ანთებენ
15.08.2019
როუზი ჰანტინგტონის იდეალური სხეულის საიდუმლო!
15.08.2019
სახლი, რომელზეც ქრის ჰემსვორსმა 20 მილიონი დოლარი დახარჯა!
15.08.2019
ირინა შეიკმა ვერსაჩეს ბიკინი მოირგო! როგორ ისვენებს მოდელი ქალიშვილთან ერთად იბიცაზე!
15.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar