სისხლის თეთრი უჯრედები

13.04.2019 ჯანმრთელობა 21 0 0.0

Загрузка...

ადამიანის ლეიკოციტები - სისხლის თეთრი უჯრედები

რამდენი ლიტრი სისხლისგან შედგება ადამიანის ორგანიზმი?

ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ცირკულირებს რამდენიმე ლიტრი სისხლი, დაახლოებით 4.5 ლიტრიდან 5.5 ლიტრამდე. საერთოდ ყოველი ადამიანის წონის 8-დან 10%-მდე არის სისხლის წონა. მაგალითად ადამიანი, რომელიც იწონის 54 კილოგრამს, დაახლოებით ექნება 4.5 - 5.5 ლიტრი სისხლი. 100 კილოგრამიან ადამიანს კი შესაძლოა ცირკულირებაში ჰქონდეს 8 ან 10 ლიტრი სისხლი.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ 5 ან 6 წლის ბავშვებს აქვთ დაახლოებით იმდენივე სისხლი ორგანიზმში, რამდენიც ზრდასრულებს, მაგრამ ვინაიდან ამ ბავშვების სხვა ორგანოები, კუნთოვანი სისტემა, ძვლოვანი სისტემა და სხვა სისტემები იწონის ბევრად უფრო ნაკლებს, ვიდრე ზრდასრულებისა, მათს ორგანიზმში სისხლის წონა შეადგენს უფრო მეტ პროცენტს, ვიდრე მოზრდილებში.

რაც შეეხება ახალშობილებს, მათ ძალიან ცოტა სისხლი აქვთ. მაგალითად ახალშობილს, რომელიც იწონის დაახლოებით 2.3 - 3.6 კილოგრამს, მხოლოდ 1 ჭიქა სისხლი აქვთ - დაახლოებით 0.2 ლიტრი.

სისხლის უჯრედების ფუნქციები

რამდენი ლეიკოციტია ზრდასრული ადამიანის სისხლში?

თეთრი უჯრედები შეადგენენ ზრდასრული ჯანმრთელი ადამიანის მთელი სისხლის მოცულობის 1%-ს. ეს მაშინ, როდესაც სისხლის წითელი უჯრედები მთელი სისხლის მოცულობის 40-45%-ს შეადგენენ. სისხლის 1 მიკროლიტრში (ლიტრის მემილიონედში) არის 4000-დან 11, 000-მდე ლეიკოციტი - საშუალოდ 7000. თუკი იმატებს სისხლში ლეიკოცეიტების რაოდენობა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ორგანიზმში სადღაც ინფეციაა შეჭრილი და მიმდინარეობს სხვადასხვა ვირუსული ან ბაქტერიულიფაქტორით გამოწვეულ დაზიანებაზე, ორგანიზმის იმუნური პასუხი. თუ არანაირი დაავადება არ გვაქვს სახეზე და თუკი ორგანიზმი ნორმაშია, მაშინ დაახლოებით 60 კილოგრამის წონის ადამიანს, რომელსაც საშუალოდ აქვს 5 ლიტრი სისხლი, ლეიკოციტების საერთო რაოდენობა ექნება: 5 X 7000 = 35, 000, 000, 000 (35 მილიარდი ლეიკოციტი).

ლეიკოციტი

ლეიკოციტების ტიპები და ფუნქციები

არსებობს ლეიკოციტების 5 მთავარი ტიპი. ესენია:

1. ნეიტროფილები (რომელთა რაოდენობა არის სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის 58%)

2. ეოზინოფილები (თეთრი უჯრედების საერთო რაოდენობის 2-4%)

3. ბაზოფილები (ლეიკოციტების რაოდენობის დაახლოებით 1%)

4. მონოციტები (ლეიკოციტების საერთო რაოდენობის დაახლოებით 2-6%)

5. ლიმფოციტები (ლეიკოციტების საერთო რაოდენობის 20-30%)

აქედან ნეიტროფილები, ეოზინოფილები და ბაზოფილები მიეკუთვნება მარცვლოვან უჯრედებს ანუგრანულოციტებს.

მონოციტები და ლიმფოციტები კი მიეკუთვნება აგრანულოციტებს ანუ უმარცვლო ლეიკოციტებს.

ლეიკოციტი - სისხლის თეთრი უჯრედი

ყოველი ეს ლეიკოციტი არის ბირთვის მქონე უჯრედები ერითროციტებისგან განსხვავებით. ლეიკოციტები წარმოიქმნება ელენთაში, ლიმფურ კვანძებში და ძვლის წითელ ტვინში. ზოგიერთი მათგანი ივითარებს ცრუფეხებს და გადაადგილდება მთელს ორგანიზმში სწორედ მათი საშუალებით, ისინი ამ ცრუფეხებით მიდიან ორგანიზმის დამაზიანებელი ბაქტერიებისკენ, შებოჭავენ მათ, შემოეხვევიან გარშემო და ინელებენ. ამ პროცესს ფაგოციტოზი ანუ უჯრედთა შთანთქმა ჰქვია. ამ დიდი ბრძოლის დროს ლეიკოციტებსა და ორგანიზმში შემოჭრილ ბაქტერიებს შორის, არამარტო ბაქტერიები, არამედ მათი მშთანმთქმელი, ორგანიზმის მცველი ლეიკოციტები ანუ ფაგოციტებიცზიანდებიან და იღუპებიან. ასეულ მილიონობით ასეთი ფაგოციტის გვამი თავს იყრის ბრძოლის ადგილას და სწორედ ამ გვამებისგან წარმოიქმნება ჩირქი.

ორგანიზმის უცხო სხეულებისგან დაცვას სხვა გზითაც ახორციელებენ ლეიკოციტები - უცხო სხეულთა ორგანიზმში შეჭრისას ისინი წარმოქმნიან სპეციფიკურ ცილებს - ანტისხეულებს, რომლებიც ებრძვიან უცხო სხეულებს და კლავენ მათ, აუვნებლებენ. ზოგიერთი ლეიკოციტი მხოლოდ ერთ ან სამ დღეს ცოცხლობს, ამიტომ ძვლის ტვინი მათ მუდმივად გამოიმუშავებენ.

ავტორი: თორნიკე ფხალაძე


 

 



 


სისხლი, თეთრი უჯრედები

ხაჭოს ლოკოკინები (გერმანული რეცეპტი)
20.04.2019
ალა პუგაჩოვას უყვარდა კაცები და მოკლე კაბის ჩაცმა-რუსეთის პრიმადონას 70 წელი შეუსრულდა
20.04.2019
მოდელები რეკლამებიდან "მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე"
20.04.2019
ცნობილი ხალხის სურათები არქივებიდან
20.04.2019
მსოფლიოში პირველად უსინათლო იაპონელმა იახტით წყნარი ოკეანე გადალახა
20.04.2019
ინდოეთის ოკეანეში გაუგებარი ქმნილება იპოვეს
20.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar