„სკანიამ“ კონცეპტუალური ავტონომიური თვითმცლელი სატვირთო ავტომობილი შეიმუშავა

27.09.2019 გამოგონებები 29 0 0.0

Загрузка...

თვითმავალი საქალაქო ავტობუსის შემდეგ, შვედურმა კომპანია „სკანიამ“ კონცეპტუალური ავტონომიური თვითმცლელი სატვირთო ავტომობილიც შეიმუშავა. ავტომობილის სახელია „სკანია AXL“ და მას არ აქვს კაბინა, რომელიც არც სჭირდება.
საინტერესოა, რომ სხვა ყველა ტიპის ავტონომიური
ავტომობილებისგან განსხვავებით,
AXL-ს სრულად ელექტრული ამძრავი სისტემა არ ემსახურება. ის აღჭურვილია შიდაწვის ძრავით, რომელიც განახლებად ბიოსაწვავზე მუშაობს. „სკანია“ ამბობს, რომ მისი ეს კონცეპტი არის ტრადიციული და ახალი ტექნოლოგიების ნაზავი.
ახალი ტექნოლოგიებიდან, კონცეპტ
AXL-ის სამსახურშია კამერები, რადარი, ლიდარი, ასევე GPS-ის მიმღები სისტემები. მისი სამოქმედო არეალია საბადოები და დიდი სამშენებლო მოედნები. ამასთან, შვედური კომპანიის ავტონომიური სატვირთო ავტომობილის სისტემები არაა გათვლილი ქალაქში, ან ქალაქგარეთ ექსპლუატაციაზე.
„სკანია“ არ მალავს, რომ მისი მიზანია, გახდეს ავტონომიური მძიმე სატვირთო ავტომობილების პირველი მწარმოებელი. ასეთ ავტომობილებს, მუდმივად წინასწარ შედგენილი მარშრუტით მოუწევს გადაადგილება და არ იმოძრავებს საერთო სარგებლობის გზებზე.
„ჩვენს მომხმარებლებს უკვე ემსახურება ჩვენ მიერ შემუშავებული თვითმავალი სატვირთოები. მაგრამ ამ ეტაპზე, ისინი საჭიროებენ ოპერატორს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მართვას თავის თავზე აიღებს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მაგრამ სკანია
AXL-ს არ აქვს კაბინა და ეს თამაშის წესებს მნიშვნელოვნად ცვლის“, - ამბობს „სკანიას“ კვლევისა და განვითარების შტოს ხელმძღვანელი ქლეს ერიქსონი.
მისივე თქმით, კომპანია ავტონომიურ ავტომობილებზე წლების განმავლობაში მუშაობს, თუმცა ახალი ტექნოლოგიები ჯერ სრულად ათვისებული არ არის. კონცეპტი
AXL ამ მიმართულებით მუშაობაში, სკანიას ახალი მიღწევაა, რასაც გაგრძელება მოჰყვება.
 


სატვირთო, სკანია, კონცეპტუალური, ავტომობილი, ავტონომიური, თვითმცლელი

დილის ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან (19 ოქტომბერი, 2019)
19.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 18 ოქტომბერი, 2019 წელი
19.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 17 ოქტომბერი, 2019 წელი
18.10.2019
ნებისმიერი გოგოს "შებმის" 24 მარტივი ქცევა...
17.10.2019
სექსოლოგის 5 პრაქტიკული რჩევა დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებს
17.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 16 ოქტომბერი, 2019 წელი
16.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar