სხეულის ფორმა და გენეტიკა

15.03.2019 ჯანმრთელობა 25 0 0.0

Загрузка...

სხეულის ფორმები მეტწილად გენეტიკითაა განსაზღვრული. ცნობილია, რომ წელისა და თეძოს გარშემოწერილობათა თანაფარდობა არა მარტო სხეულის ფორმას („მსხალი“/“ვაშლი“), არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემების განვითარების რისკსაც განაპიროებებს. რაც მეტი ცხიმი გროვდება წელის მიდამოში, მით მეტია მეტაბოლური მოშლილობის განვითარების რისკი. ეს იმის მანიშნებელია, რომ შინაგანი ორგანოების ირგვლივ ასევეა დაგროვებული ცხიმი.

ამის შედეგი შეიძლება გახდეს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ორგანიზმის ძირითადი სისტემების არასწორი ფუნქციონირება, დიაბეტი და ჰიპერტონია.

მეცნიერებმა 476 000-ზე მეტი ადამიანის გენეტიკური ვარიაციები შეისწავლეს. ისინი შეადარეს წელისა და თეძოს გარშემოწერილობების თანაფარდობას. მეცნიერების ძირითადი ყურადღება მიიპყრო დაახლოებით 230 000 ვარიანტმა. მათგან 24 ვარიანტი უფრო „ვაშლის“ ფორმის აღნაგობისკენ იყო მიდრეკილი. ეს ვარიანტები განაპიროებებს ცხიმის დაგროვებას მეტაბოლიზმზე, ცხიმოვან ქსოვილზე, ძვლების ზრდასა და ცხიმის დამშლელ ჰორმონზე ზემოქმედების ხარჯზე.

თუმცა, სხეულის გარკვეული ფორმისკენ მიდრეკილების და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ჯანსაღი ცხოვრების წესი რისკების ნიველირებაში დაგვეხმარება.


ლალი ჩხიკვაძე

წყარო

გენეტიკა, სხეული, ფორმა

ჯასინდა არდენი - ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი და ქალი, რომელიც პოლიტიკოსის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
21.03.2019
მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან
21.03.2019
მშობლების 5 შეცდომა, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს შვილის ცხოვრებაზე
21.03.2019
სახლში ბავშვებთან ყოფნა და მათზე ზრუნვა უფრო რთულია, ვიდრე სამსახურში მუშაობა - ექსპერტთა დასკვნა
21.03.2019
მოდის 7 წესი, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ
21.03.2019
სოდის გამოყენების 8 ხერხი, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდით
21.03.2019

სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...