სხეულის რომელი ნაწილი გისუქდებათ წონის მატებისას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

08.10.2018 ასტროლოგია 21 0 0.0

Загрузка...

საკუთარი თავი ისეთი უნდა მიიღოთ და მოგეწონოთ, როგორიც ხართ; სხვისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ან მის მოსახიბლად დიეტებით თავი არ უნდა მოიკლათ. სიყვარულს ფიზიკურ მონაცემებთან საერთო არაფერი აქვს - რაოდენ პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს - ადამიანებს თქვენი სული უყვარდებათ. ...მაგრამ თუ ზედმეტი წონა თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, პრობლემის მოგვარებაზე აუცილებლად უნდა იზრუნოთ. ხოლო, თუ კარგ ფორმაში ხართ, პრევენციის მიზნით, დააკვირდით თქვენი სხეულის იმ ადგილებს, რომელიც, პირველ რიგში, გისუქდებათ წონის მატების შემხვევაში.

სასწორი
სასწორის დაუმარცხებელი მტერი მუცელია. თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული კალორიებს გადააჭარბებს, აუცილებლად აესახება მუცლის ზომაზე. სწორედ ამიტომ პრესის ვარჯიშებს უნდა დაუმეგობრდეს.

მორიელი
მორიელს საჯდომი უსუქდება, რაც დიდი ტრაგედია სულაც არ არის. ბოლოს და ბოლოს, ნიკი მინაჟმა, კიმ კარდაშიანმა და ჯენიფერ ლოპესმა დიდი თანხა გადაიხადეს, რომ დიდი უკანალი ჰქონოდათ. ასე რომ, სანამ თქვენს ჯინსებში ჯერ კიდევ ეტევით, ჭამეთ რამდენიც გინდათ, ხოლო მაშინ, როცა ელვა აღარ შეგეკვრებათ, ნერვიულობის საფუძველი გექნებათ.

მშვილდოსანი
იმის მიუხედავად, რომ მშვილდოსანს ლამაზი ფეხები აქვს, მისი სხეულის პრობლემური ნაწილი წვივებია. წონის მცირე მატება და წვივიც დიდდება. იმისთვის რომ წვივები ტონუსში ჰქონდეს, საჭიროა ყოველდღე ირბინოს და ფეხით იაროს.

თხის რქა
თხის რქებს მკლავები უსუქდებათ და უდუნდებათ, შემდეგ კი მათი ძველ ფორმაში დაბრუნება ძალიან რთულია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის მისწრებაა ხელის ვარჯიშები გირებით. დაიწყეთ მცირე ზომის გირით და ნელ-ნელა გაზარდეთ მისი წონადობა.

მერწყული
მერწყულ ქალებს გვერდები უსუქდებათ, ანუ თქვენი სხეული მთელ ცხიმს თეძოებისა და წელის არეში იგროვებს. მამაკაცები, ამასთან ერთად, ღაბაბის გაჩენის საშიშროების წინაშეც დგანან.

თევზები
თევზ ქალებს, პირველ რიგში, ლოყები და მთლიანი სახე უსუქდებათ. თევზი მამაკაცები კი ერთიანად იმატებენ მთელ სხეულზე.

ვერძი
ქალი ვერძის ზედმეტი კილოგრამები მკერდში მიდის, რითაც კიდევ უფრო მომხიბვლელი ხდება, სანამ - რა თქმა უნდა - მკერდი არ მოეშვება და ულიფოდ, სველი სარეცხივით არ ჩამოეკიდება. ასე რომ, თუ ზედმეტი წონის ღირსებად ქცევა გსურთ, მკერდის ვარჯიშს მიმართეთ. ძუძუები დიდი ზომის იქნება, მაგრამ შეინარჩუნებს სიმკვრივეს. ვერძ მამაკაცებს ადვილად ეზრდებათ ღიპი, მაშინაც კი, თუ სასმელს არ ეძალებიან.

კურო
მამაკაცი კუროსთვის არსებობს "ქალად ქცევის" საშიშროება. ნუ შეშინდებით, სქესი არ გეცვლებათ, მხოლოდ ორი ბორცვი ამოგეზნიქებათ, გოგონების მსგავსად. შესაძლოა თქვენი სამეგობრო წრის საყვარელ საშაყირო თემად სწორედ თქვენი მკერდი იქცეს, ამიტომ ნუ გარისკავთ, თუ საახალწლოდ მათგან ლიფის მიღება არ გსურთ. რაც შეეხება ქალ კუროს, ბავშვობიდანვე ფუმფულობისკენაა მიდრეკილი.

ტყუპი
ტყუპი მამაკაცები წონას ტორსზე იმატებენ, ქალებს უფრო გაუმართლათ, კილოგრამები უკან მიდის და საჯდომი ეზრდებათ.

კირჩხიბი
კირჩხიბს ადვილად შეუძლია მიხვდეს მოიმატა თუ არა წონაში, საკუთარ წელზე ხელის ერთი შეხებით. კაც კირჩხიბებს სახეც ევსებათ.

ლომი
ლომებს უფართოვდებათ წელი და ეზრდებათ მუცელი. ამის საუკეთესო მაგალითი ჰოლივუდის ვარსკვლავი, ლეონარდო დიკაპრიოა. წონის მატების მიუხედავად, ლომი სასიამოვნო შესახედაობას ინარჩუნებს.

ქალწული
ორივე სქესის ქალწულებს თითები უსუქდებათ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


ნიშნის, ნაწილი, გისუქდებათ, მატებისას, მიხედვით, რომელი, სხეულის, წონის, ზოდიაქოს

10 ამოუხსნელი რამ რაც ყინულებში იპოვეს (ვიდეო)
15.10.2018
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე (ვიდეო)
15.10.2018
ბანანის კექსი - ძალიან მარტივად და სწრაფად!
15.10.2018
აირჩიეთ ბეჭედი და გაიგეთ თქვენი ხასიათის საიდუმლო
15.10.2018
თუკი სიზმარში სექსით დაკავდით...
15.10.2018
ყავაზე, როგორც ნარკოტიკზე, დამოკიდებული ზოდიაქოს 3 ნიშანი
15.10.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...