სკოლებში სასწავლო პროცესი 18 იანვრამდე გადაიდო

09.01.2019 ახალი ამბები 17 0 0.0

Загрузка...

სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი გადაიდოს.

მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით.

"ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციის გათვალისწინებით, შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას",- აცხადებენ სამინისტროში.

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი. ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.

ამ დროისთვის დედაქალაქის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის ცენტრები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. 

5 სხვადასხვა კლინიკაში პაციენტებს 24 საათის განმავლობაში იღებენ. ბოლო მონაცემებით, „ღორის გრიპით“ საქართველოში 12 ადამიანი გარდაიცვალა.

წყარო
ფოტო: shutterstock.com

სასწავლო, პროცესი, სკოლები, გადაიდო

როგორ მოვიქცეთ გაზის გაჟონვის ან CO-ს დაგროვების შემთხვევაში - რეკომენდაციები
19.01.2019
,,გამორჩეული სანახაობა იქნება'' - სტეფანე ,,საქართველოს ვარსკვლავის" შესახებ
19.01.2019
SAMSUNG-მა MicroLED ტელევიზორი წარადგინა
19.01.2019
SAMSUNG სმარტფონებში M სერიას ამატებს
19.01.2019
თბილისის მერია ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას დაუშვებლად მიიჩნევს
19.01.2019
10 ყველაზე სტრესული სამსახური (ვიდეო)
19.01.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...