სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: საქმის სწრაფად გაიხსნა სურთ და დააკავეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი

11.07.2018 ახალი ამბები 163 0 0.0

Загрузка...

ხადას ხეობაში სმიტების მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ადვოკატი ამბობს, რომ საქმე ნაჩქარევადაა გახსნილი და ამიტომ დააკავეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი.

ადვოკატი ბრალდების მხარეს დაცვის მხარის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

„მეჩვენება, რომ ეს საქმე არის ნაჩქარევად გახსნილი, რადგან არიან ამერიკის მოქალაქეები და რეზონანსული საქმეა. საქმის მასალები გადმოგვეცა დარღვევით, პროცესამდე ერთი საათით ადრე. ასევე საგამოძიებო მოქმედებები მალხაზ კობაურს ჩაუტარდა ნაჩქარევად, თუნდაც ნიმუშების აღება სხეულიდან. ეს არის დაცვის უფლების დარღვევა. სურთ, რომ საქმე სწრაფად გაიხსნას და დააკავეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი“, – განაცხადა ადვოკატმა.

დღეს, ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მცხეთაში გაიმართა. როგორც 19 წლის ბრალდებულმა სასამართლოში განაცხადა, მკვლელობა მას არ ჩაუდენია, ადგილზე ორი უცხოელი კაცი იმყოფებოდა, რომლებმაც სმიტები მოკლეს და მას სიმართლის თქმის შემთხვევაში ოჯახის ამოხოცვით  დაემუქრნენ.

შსს-ს ოფიციალური განცხადება საქმესთან დაკავშირებით:

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მომხდარ ფაქტზე 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.


ჩემი, მკვლელობა, გაიხსნა, სწრაფi, საქმe, სმიტები, ბრალდებული, ადვოკატი, სურთ, დააკავეს

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს
18.02.2019
2019 წლის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18.02.2019
ზოდიაქოს 12 ნიშანი: ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) / Zodiaqos 12 nishani: Tyupebi (22 maisi - 21 ivnisi)
18.02.2019
როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019
სექსი იაპონურად: 20 ყველაზე უხამსი და ეგზოტიკური ფაქტი. (+18 )
17.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...