სოფიო ქაცარავა: აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში საქართველოს დიდი ადგილი უკავია

12.04.2018 ახალი ამბები 189 0 0.0

Загрузка...

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში საქართველოს დიდი ადგილი უკავია – ასე აფასებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილ, მაიკ პომპეოს განცხადებას საქართველოს შესახებ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

"აშშ-ის მხრიდან არაერთხელ მოვისმინეთ მსგავსი მხარდამჭერი განცხადებები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დიდი ადგილი უკავია ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში. მაიკ პომპეოს განცხადებაც ამის დასტურია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკასა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას“,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კითხვაზე, არის თუ არა მზად საქართველო, მაიკ პომპეოს განცხადების თანახმად „რუსეთთან რბილი პოლიტიკა დაასრულოს“, სოფიო ქაცარავამ განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან გაცხადებული პრინციპული პოლიტიკა აქვს.

„რუსეთის მიმართ ჩვენ გვქვს ძალიან პრინციპული დამოკიდებულება. მით უმეტეს, როდესაც თემა ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამისი დასტური იყო ის რეზოლუცია, რომელიც პარლამენტმა გასულ თვეში მიიღო“,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

აშშ განაგრძობს რუსეთის ექსპანსიონიზმთან მებრძოლი საქართველოს შეიარაღებას,-  ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი მაიკ პომპეოს სიტყვაშია ნათქვამი, რომლითაც დღეს ის სენატში წარდგება.

„აშშ იარაღს აწვდის რუსეთის ექსპანსიონიზმთან მებრძოლ მამაც კაცებს და ქალებს საქართველოსა და უკრაინაში“, – ნათქვამია მაიკ პომპეოს გამოსვლის ტექსტში.


საქართველოს, სოფიო, აშშის, საგარეო, უკავია, დიდი, ქაცარავა, ადგილი, პოლიტიკაში

გთავაზობთ 2019 წლის ფინანსურ ჰოროსკოპს, ასევე - მოსალოდნელ კარიერულ ცვლილებებს.
18.12.2018
ვის არ გაუმართლებს ღორის წელს ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, ანუ ვისთვის ჩაივლის რთულად 2019 წელი?
18.12.2018
ვის მოუტანს წარმატებასა და დოვლათს 2019 წელი ანუ ვის ემეგობრება ღორი?
18.12.2018
5 წესი 2019 წლის საახალწლო მაგიდის გასაწყობად ფენ-შუის მიხედვით
18.12.2018
ზოდიაქოს ყველაზე არამზადა ნიშნები
17.12.2018
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ათი ლედი
17.12.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...