SOS - Sigismund Schlomo Freud – საქართველო!!!

16.04.2016 საზოგადოება 710 0 5.0

Загрузка...

დიახ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენს დღევანდელ მასობრივ საზოგადოებრივ ცნობიერებას, სასწრაფოდ, ამ უდიდესი პირვნების დახმარება სჭირდება!..

პირადი ცხოვრების ამსახველი „ინტიმურ-რომანტიულ-გინიტალური ვიდეო ფირზე ასახული კადრები“  ქვეყნის ხელისუფლების, ინფორმაციული საშუალებების, ექსპერტების და მისთანანის(ამასთან ერთად, მასობრივი საზოგადოების უსაქმური ქალბატონების: ჟუჟუნა დეიდას, აგრაფინა ბიცოლას და კალისტინე ბებიას), საყოველთაო ბჭობისა და განხილვის საგანი გახდა.

დღევანდელ ჩვენს ცხოვრებას,  ვისგან ერგო ეს მემკვიდრეობა, ამჯერად, ჩემთვის განხილვის საგანს არ წარმოადგენს. ამის საფუძვლებსა და პოლიტიკურ-სოციალურ მიზეზებს საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. მე უფრო მეტად, მისი ფსიქოლოგიური მიზეზები მაინტერესებს, ქართულ საზოგადობრივ ქვეცნობიერში დალექილი „მგზნებარე ლიბიდო“, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო, ძალიან გააქტიურდა ჩვენს რეალობაში. მსგავს სენს გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩვენი ძმადნაფიცი აშშ-ცა და ევროპაც განიცდიდა, მაგრამ ამ ქვეყნებმა, მისი გადალახვა თავისუფალი ნების საფუძველზე შეძლეს.

როგორც ჩანს, „მსოფლიო ლიბიდო“ არ ისვენებს და 21-ე საუკუნის პორველი ნახევრის საქართველოში ეძიებს - ფრთების გაშლის ასპარეზსს. რა ხდება სინამდვილეში?.. ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებსაც აწმყოსა და მომავალზე უფრო მეტად, წარსულის განსჯითა და იქიდან ამომავალი დებულებებით გვიყვარს სინამდვილის ახსნა. ეს სინამდვილისადმი ცუდი მიდგომა ნამდვილად არ გახლავთ, მაგრამ გააჩნია რა საკითხთან მიმართებაში (წარსული, „ლუმინალი“ ხომ არ არის, ყველაფერს რომ შველოდეს! ) არადა, ილია ჭავჭავაძემ,  რომლის ბრძნულ აზრებსაც, ზოგიერთი ურაპატრიოტი თავისი ფარსი დებულებების განსამტკიცებლად, ყოველ წინადადებაში იყენებს, ხმამაღლა განაცხადა: „მოვიკლათ წარსულს დროებზე დარდი, ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს, ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს!“ . ჩვენ კი -სამწუხაროდ, „წარსულში ჩარჩენილი“ დავით კლდიაშვილის "ქამუშაძის გაჭირვების" პერსონაჟი ქალბატონის, ეკვირინეს ცნონიერებით ვვაზროვნებთ! მაგრამ, არ გვინდა, ეს თემა შორს წაგვიყვანს!..

შორს რომ არ წავიდე, კაცობრიობის ისტორიაში, საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ გახლავთ, რომლის საზოგადოებაც „სექსუალურ შიმშილს“ განიცდიდა და განიცდის ამჟამადაც... და დიახაც, მისი ფესვები შორეულ წარსულში უნდა ვეძებოთ. მაგრამ, მე მას „უნიფხვოთა და უპოვართა“ ე.წ. „პრლეტარიატის“ გაბრწყინების საბჭოთა სივრციდან განვიხილავ. მოგეხსენებათ, იმდროინდელი „მუშათა და გლეხთა მასების“ მრისხანე იდოლოგიას, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანთა მცირე ჯგუფებში მოარული სატირულ-კომიკური გამონათქვამებიც ამკობდა. მაგალითად: „საბჭოთა ავადმყოფი, ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფია მსოფლიოში!“, „საბჭოთა მეძავი, ყველაზე პატიოსანი მეძავია მსოფლიოში!“ - და მისთანანი...

დიახ, ჩვენი ისტორიული ქვეცნობიერის დანალექს, საბჭოთა სივრცის სინამდვილეში შექმნილი დანალექიც დაემატა და შედეგად მივიღეთ რა?..

რა და მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბანდის  ნამოღვაწარი, რაც ახლა, ამ უთავბოლო მარაზმში, ლამის ახალი საზოგადოებრივი მორალისა და ეთიკის საფუძველი გახდეს...

ბატონებო! საზოგადოებრივი მორალისა და ეთიკის შექმნა და მისი ცხოვრებაში ადაპტირება კონკრეტულ მორალისტებს, ან მათ ჯგუფებს, არ შეუძლიათ! ამას ბევრი ეცადა. მაგალითად, ფრანგი - ჟან ჟაკ რუსო, რომელმაც ექსპერიმენტებით საკუთარი შვილი შეიწირა. ანდა, უცხოელის მოტანა რაში გვჭირდება, როცა გენიალური აკაკი - „გამზრდელში“,პრობლემას ძალიან უბრალო, მაგრამ ბევრის შემცველი კითხვით სვამს და ჭრის: „მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა!“..

კონკრეტულ მორალისტებს მხოლოდ პრობლემის დასმის და გადაჭრის გარკვეული ორიენტირის მოწოდება შეუძლია. დანარჩენი კი, მასიური საზოგადოებრივი ცნობიერების გადასაწყვეტია და ის წყვეტს კიდეც, რა ზნეობრივი კანონებით უნდა იცხოვროს და იარსებოს ცისქვეშეთში!.. ძველი თაობების გამალებული მოწოდებები: პიროვნებისა და ოჯახის „სიწმინდის“, „სისპეტაკის“ შესახებ, განწირულის გოდებას მიაგავს და ისევ გაუკუღმართებული ცნობიერებიდან ამოხეთქილი „ლიბიდოს“ კივილია, რადგან მათი სწავლებანი და მოწოდებანი, პირველ ყოვლისა, ზემოდხსენებულ სიტყვებში - ადამიანის გენიტალიების მოხმარებისა, თუ დასაქმების პრობლემებს ასახავს და სამაგალითოდ თავიანთი ოჯახების „მოწესრიგებული ბაღ-ბოსტნებისკენ“ მიგვითითებენ. ყველამ თავის „მოწყობილ“, ბაღ-ბოსტანს, თუ ოჯახს მიხედოს და ჩვენს „გავერანებულს“ თავი დაანებონ!. ციციკორების დრო საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს!..

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მომავალმა თაობამ, ჩემდა გასახარად და ზოგთა გულსაკლავად, ძალიან კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოიხმაროს საკუთარი გენიტალიები, რა უნდა „აკეთონ საკუთარ საბანში“  და როგორი მორალით იცხოვრონ და იბრძოლონ პოზიტიური და ნოვაციური იდეების დასნერგად საკუთარ ქვეყანაში.. და არა თქვენსავით - ჩემო ტოლო ბიძიებო და ბაბუებო! ყველა დონისა და განათლებისავ, ვაჟბატონებო და ქალბატონებო! შევარდნაძის ეპოქის მორალისტებო! - ჯაბას, კიტოვანისა და სიგუას შემქმნელებო! - კარგად გაიხსენეთ რა ბნელი ეპოქის პირმშოები და მსახურნი იყავით მაშინ... როცა კომუნისტური მუშურ-გლეხური პრპაგანდაში თქვენთვის მიუწვდომელი  სქსსუბიექტის  დანახვაზე, ერთ-ერთი ორგანო, უმოწყალოდ გითრდოდათ და ლიბიდოთი ძლეულნი, მასტურბაციაში ჰპოვებდით ავხორცი ეშმაკეულისგან განტვირთვას!..

დიახ, სწორედ თქვენ ხართ ისინი - მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბანდის  ნამოღვაწარის რუპორები, ერთი ამბავი რომ შეჰქმენით ყბადაღებული „პირადი ცხოვრების ამსახველი“ კადრების „ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური“ ანალიზით!..

რაში გვაინტერესებს „ვის საწოლში რა ხდება?“ , თუ სამასტურბაციო მასალას აგროვებთ, სულით ავადმყოფებო?.. აიყოლიეთ ეს ისედაც, ამ რთული ცხოვრებით გატანჯული ხალხი, ვითომ მათ სხვა სატკივარი არა ჰქონდეთ!..

დიახაც, თქვენს მიერ აჟიტირებული თემატიკა, თქვენს გაუკუღმართებულ ქვეცნობიერსა და ფსიქოდინამიკაში, წინააღმდეგობების პრინციპების ტრანსფერში - უნდა ეძებოთ! ..

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამიტომაც ამ დიდებული მეცნიერის აჩრდილს მოვუხმობ თხოვნით: SOS - Sigismund Schlomo Freud – საქართველო!!!

P.S.  ვაჟა ჩომახიძე


ქვეცნობიერი, ლიბიდო, პირადი ცხოვრება, სექსი, SOS - Sigismund Schlomo Freud – საქ, ფროიდი, გვიშველე

მთვარის ჰოროსკოპი: 22 ოქტომბერი (2019)
21.10.2019
22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი (2019)
21.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 21 ოქტომბერი, 2019 წელი
21.10.2019
საცვლების ამ კოლექციამ, თანამედროვე მოდის სამყაროს საზღვრები დაამსხვრია!
21.10.2019
ქათმის რულეტი ყველით
21.10.2019
ანჯელინა ჯოლი ,,ჟივენშის" იისფერი სამოსით „მალეფისენტას" პრემიერაზე
21.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar