სპეციალისტები ფეხბურთის გულშემატკივრებს კიბერთავდასხმების შესახებ აფრთხილებენ

14.06.2018 საკითხავი 16 0 0.0


loading...
Загрузка...

ანტივირუსის ПО ESET-ის შემქმნელები ფეხბურთის გულშემატკივრებს იმ საფრთხეების შესახებ აფრთხილებენ, რომლებიც თემატურ ვებგვერდებსა და მობილურ აპლიკაციებში იმალება. ამის შესახებ სპეციალისტები კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში საუბრობენ. 

მათი თქმით, მთავარი კიბერსაფრთხეები იმალება ვიდეოსერვისებში, რომლის საშუალებითაც თაღლითები გულშემატკივრებს ფეხბურთის მატჩების ტრანსლაციას ჰპირდებიან, თუმცა სინამდვილეში მომხმარებლები ფიშინგ ვებგვერდებზე გადამისამართდებიან.

ერთ-ერთ ასეთ გვერდზე ქომაგებს ანკეტის შევსებისთვის ფულად ჯილდოებს ჰპირდებიან. კერძოდ, მათ ატყუებენ, რომ ერთი გამოკითხვისთვის მომხმარებელმა შესაძლოა iPhone X-ი ან Macbook-ი მოიგოს. ამისთვის კი საკმარისია კითხვებზე უპასუხონ და 1 დოლარი გადარიცხონ. ფული ჰაკარებამდე ვერ მიაღწევს, თუმცა სამაგიეროდ ისინი მსხვერპლების საბანკო ბარათის მონაცემების მოპოვებას შეძლებენ.

გარდა ამისა, სპეციალისტებმა აღმოაჩინეს საზიანო კოდები, რომელიც ჩანერგილია ვიდეოპლეიერზე პირატულ ვებგვერდებზე, სადაც მატჩების ტრანსლაცია ხდება.

მომხარებლები ასეთი ვებგვერდების გახსნის შემდეგ შესაძლოა დავირუსდნენ.

კიბერთავდასხმების თავიდან აცილების მიზნით სპეციალისტები გულშემატკივრებს კომპიუტერებსა და სმარტფონებზე ანტივირუსის დაყენებას ურჩევენ.

medinews.ge

ფოტო: Shutterstock.com
 


კიბერთავდასხმების, ფეხბურთის, გულშემატკივრებს, სპეციალისტები, აფრთხილებენ, შესახებ

კობახიძე: მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება, ეს ბატონი მამუკას პოზიციაა
16.06.2018
მათ იფიქრეს, რომ ვერავინ ხედავდა რას აკეთებდნენ - უხერხული მომენტები, რომელიც კამერამ დააფიქსირა (ვიდეო)
15.06.2018
5 მავნე ჩვევა, რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებთ (ვიდეო)
15.06.2018
საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა
15.06.2018
ჩუგოშვილი: “ევროპარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება”
15.06.2018
რუსეთში ფრანგი ჰომოსექსუალები ცემეს
15.06.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...