თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."

24.08.2019 საზოგადოება 50 0 0.0

Загрузка...

სოპრანო თამარ ივერი სოციალური ქსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისTwitter-ზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ივერმა დაწერა, მაზონს ბევრი პატრონი ჰყავს მსოფლიოში და ჯობია საკუთარ დაძიძგნილქვეყანაზე ამოიღოს ხმა Mrsპრეზიდენტმა და არ უნდა ეს ორლარიანი თვითპიარი.

„შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ
საქართველოს გული იწვის აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვისთვისო ერთხელ მაინც სადმე დაგიწერია???თუ ამაზონის თემაზე წა-twitter-ება უფრო ტრენდულია და მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე თავის გაპიარების უფრო დიდ საშუალებას გაძლევს? ამაზონს ბევრი პატრონიჰყავს მსოფლიოში, შენს დაძიძგნილ ქვეყანაზე ამოიღე ასე Worldwide მასშტაბით ხმა Mrsპრეზიდენტო არ გვინდა ეს ორლარიანი თვითპიარი“, - წერს თამარ ივერი.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დაწერა, რომ „ამაზონთან ერთად საქართველოს გული იწვის“.

ბრაზილიაში, ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების ყველაზე ძლიერი ხანძარი უკვე მე-17 დღეა მძვინვარებს. მას ასეულობით მეხანძრე და სპეციალური ტექნიკა ებრძვის, თუმცა ამ დრომდე ცეცხლს ვერ აქრობენ.

ხანძრის ეპიცენტრი ბრაზილიის ჩრდილოეთია, სადაც ამაზონის შტატი და ამაზონის ტყე მდებარეობს. იქ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხანძრის შედეგად წარმოქმნილი დაკვამლიანებაშტატის ფარგლებს გასცდა.

ამაზონის ტყე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, 3 მილიონამდე ცხოველისა და მცენარის სახეობას უყრის თავს. შესაბამისად, ის დედამიწის ბიომრავალფეროვნების 10%-ის თავშესაფარია. ასევე, ამაზონში მილიონამდე ადგილობრივი მცხოვრებია.

ამაზონის ტყეებში ხანძრის გამო მთელი მსოფლიო განიცდის, Twitter-ზე ჰეშთეგი #PrayforAmazonia შეიქმნა, ჰოლივუდის მსახიობმა ლეონარდი დიკაპრიომ კი ამ ფაქტს Instagram-ზე პოსტი მიუძღვნა.

წყარო
ავტორი: ელენე გუმა

ყველა, თამარ ივერი, ამაზონი, დალოცვილო

დედამიწაზე აღმოჩენილი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები!
20.09.2019
ვინ არის გოგონა,რომლის დანახვაზეც კომენტატორს ენა დაება
20.09.2019
დესერტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რომელი შეგეფერებათ?
20.09.2019
ბრედ პიტი GQ-ის გარეკანზე! მსახიობის ახალი ფოტოსესია!
20.09.2019
2019 წლის საშემოდგომო ეკომეგობრულ კოლექციას
20.09.2019
12 ყველაზე ლამაზი მუზეუმი მსოფლიოში
20.09.2019

სულ კომენტარი: 0
avatar