„ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეოთხე განყოფილებაში გამოძიება დაიწყო ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
გამოძიებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც „ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელი – თ.ე. თავის თანამშრომელს – ბ.ე.-ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
წყარო: imedinews.ge
ფოტო: Facebook
სულ კომენტარი: 0 | |
|
|
ასტროლოგია [315] |
ახალი ამბები [632] |
ბუნება [63] |
გამოგონებები [130] |
დიზაინი და ინტერიერი [3] |
ვარსკვლავები [89] |
თავსატეხები [8] |
კულინარია [143] |
კრეატივი [18] |
მოვლენები [98] |
მოდის სამყარო [48] |
მსოფლიო ამბები [436] |
რელიგია [47] |
საზოგადოება [299] |
სპორტის სიახლეები [202] |
საკითხავი [145] |
ფაქტები [339] |
ხელოვნება [49] |
ჯანმრთელობა [280] |