თბილისში, სტადიონზე მომხდარი ჩხუბის შესახებ ახალი დეტალები გავრცელდა

09.04.2018 საზოგადოება 195 0 0.0

Загрузка...

ნიგერიელ და ქართველ ახალგზარდებს შორის ინციდენტის შესახებ ადგილობრივი მცხოვრები და თვითმხილველი რასისტულ ნიადაგზე დაპირისპირებას გამორიცხავს. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც თვითმხილველი ამბობს, მას უშუალოდ ჩხუბის დასაწყისი არ უნახავს, თუმცა, როდესაც ხმაურზე ფანჯრიდან გაიხედა, დაინახა, რომ უცხოელების ჯგუფი მის მეზობელს ეჩხუბებოდა, შემდეგ ხელი ჰკრეს და წაიქცა.

მისივე თქმით, მიმდებარე ეზოდან გამოვიდნენ მეზობლები. ქალები ყვიროდნენ, რას შვრებით, რატომ ურტყამთო. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მალევე მივიდა. გამოიკითხა ინციდენტში მონაწილეები და მეზობლები.

თვითმხილველი ამბობს, რომ პოლიციამ დაპირისპირებული პირები ერთმანეთს შეარიგა.

8 აპრილს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე ფერადკანიან სტუდენტებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.

წყარო: imedinews.ge

 


დეტალები, გავრცელდა, თბილისში, ჩხუბის, მომხდარი, შესახებ, სტადიონზე, ახალი

5 ბნელი სიმართლე იაპონიის შესახებ (ვიდეო)
13.12.2018
რა ნახეს მეცნიერებმა სინამდვილეში მარიანას ღრმულში? (ვიდეო)
13.12.2018
10 საიდუმლო ხრიკი, რომელსაც ფილმებში იყენებენ
13.12.2018
10 ყველაზე პატარა ქვეყანა მსოფლიოში
13.12.2018
5 ადამიანი,რომელიც ზვიგენის თავდასხმას გადაურჩა
13.12.2018
დროის 10 საიდუმლო
13.12.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...