ტესტი: იდეალური მეუღლე

30.01.2019 ტესტები 111 0 0.0

Загрузка...

ძალიან საინტერესო ტესტია. დაუთმეთ დრო და მისი შედეგი ბევრ რამეს შეცვლის თქვენს ცხოვრებაში. 
1. ოჯახის შექმნას  ისურვებდით...
ა) ანგარებით (1);
ბ) სიყვარულით (10);
გ) როგორც გამომივა (5).

2. გინდათ, რომ  გყავდეთ: 
ა) ერთი შვილი  (5);
ბ) ერთზე მეტი შვილი  (10);
გ) არც ერთი (ამაზე ჯერ არ მიფიქრია)  (1).

3. მიგაჩნიათ, რომ  პირველი სერიოზული გატაცება აუცილებლად ქორწინებით უნდა დასრულდეს...
ა) დიახ (10);
ბ) არა (1);
გ) არ ვიცი (5).

4. დასვენების დღეებში ოჯახის წევრებიდან ყველაზე ადრე  იღვიძებთ? 
ა) დიახ (10);
ბ) ხანდახან (5);
გ) არა (1).

5. კარგად იცნობთ ხელოვნების ერთ დარგს მაინც? 
ა) დიახ (10);
ბ) არა (1);
გ) ძალიან ვცდილობ,  ვერკვეოდე (5).

6. შეგიძლიათ თუ არა, ხელდაუბანელი სუფრას მიუჯდეთ?
ა) დიახ (1);
ბ) არა (10);
გ) ხანდახან (5).

7. სასმელებიდან უპირატესობას ანიჭებთ:
ა) არაყს, კონიაკს, ლიქიორს (1);
ბ) ღვინოს, შამპანურს (10); 
გ) არაფერს (5).

8. ტირით, როცა  ძალიან გაწყენინებენ?
ა) დიახ (1);
ბ) არა (5); 
გ) ხანდახან (10).

 

*********************

ნახეთ შედეგები: 

* თუ 60-დან 80-ქულამდე დააგროვეთ: დიდი შანსი გაქვთ, გახდეთ იდეალური მეუღლე და პარტნიორი, მაგრამ ბევრი რამე იმაზეა დამოკიდებული, ვისზე შეაჩერებთ არჩევანს. გაწონასწორებული ხასიათის, გონიერებისა და წესიერების წყალობით საპირისპირო სქესის ყურადღების მიღმა არ აღმოჩნდებით. ადამიანი, რომელიც ნამდვილ მეგობრობას გაგიწევთ, ერთი შეხედვით, შეიძლება ბევრად „მოკრძალებულად“ გამოიყურებოდეს, თუმცა, ჩვეულებრივი, არაფერით გამორჩეული გარეგნობის მიღმა ხშირად მტკიცე ხასიათის, სანდო პიროვნება დგას. 

* თუ 40-დან 60-ქულამდე დააგროვეთ – გაქვთ შესაძლებლობა, კარგი მეუღლე გახდეთ. კარგად გაართმევთ თავს საოჯახო საქმეებს, მაგრამ ცხოვრება ერთფეროვნად მოგეჩვენებათ და იფიქრებთ, რომ დღესასწაული არ შედგა. სასწრაფოდ იზრუნეთ საკუთარი შინაგანი სამყაროს გამრავალფაროვნებაზე. მოძებნეთ საერთო ინტერესები პარტნიორთან. 

* თუ 8-დან 40-ქულამდე დააგროვეთ – ქორწინებაზე სერიოზულად არც გიფიქრიათ და თუ გიფიქრიათ, არაფერი კარგი. ეტყობა, ოჯახური ცხოვრების უსიამოვნო მხარეებზე იმდენი გსმენიათ, რომ ცდილობთ, მათი მაგალითი არ გაიმეოროთ! თუ დროის უაზრო ხარჯვას თავს არ დაანებებთ და თვითგანვითარებაზე არ იფიქრებთ, შეიძლება, ოჯახურმა ცხოვრებამ დიდი იმედგაცრუება მოგიტანოთ. თქვენი ბედი თქვენს ხელთაა!

ელენე წულუკიძე

წყარო

მეუღლე, იდეალური, ტესტი

ხაჭოს ლოკოკინები (გერმანული რეცეპტი)
20.04.2019
ალა პუგაჩოვას უყვარდა კაცები და მოკლე კაბის ჩაცმა-რუსეთის პრიმადონას 70 წელი შეუსრულდა
20.04.2019
მოდელები რეკლამებიდან "მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე"
20.04.2019
ცნობილი ხალხის სურათები არქივებიდან
20.04.2019
მსოფლიოში პირველად უსინათლო იაპონელმა იახტით წყნარი ოკეანე გადალახა
20.04.2019
ინდოეთის ოკეანეში გაუგებარი ქმნილება იპოვეს
20.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar