ტესტი: რომელ კარში გსურთ გასვლა? უპასუხეთ და გაიგეთ სიმართლე საკუთარ თავზე

04.05.2019 ტესტები 151 0 0.0

Загрузка...

ფსიქოლოგიური ტესტი - ეს არა მხოლოდ საინტერესო, სასარგებლოცაა. ისინი ხომ საშუალებას იძლევიან ჩავიხედოთ ჩვენს ქვეცნობიერებაში და გავიგოთ რაღაც ახალი საკუთარ თავზე.

ერთი შეხედვით უშინაარსო გამოსახულებები მალავენ აზრის სიღრმეებს. თუ, რა თქმა უნდა მათი სწორი ახსნა შეგიძლიათ. თქვენი არჩევანი ბევრს ამბობს თქვენს ხასიათზე, თქვენს შესაძლებლობებზე, სურვილებზე და შიშებზე...

შეხედეთ ამ ექვს კარებს და აირჩიეთ ის, რომელში გავლასაც ისურვებდით:


image

ახლა კი წაიკითხეთ, რას ნიშნავს ეს:

კარი № 1.

თქვენი მათავარი მიზანი ცხოვრებაში - ყოველდღე საკუთარ თავზე მუშაობა და სრულყოფილებაა. ძალიან მძიმე სამუშაო გაქვთ იმიტომ, რომ ძალიან მაღალია თქვენი მიზნები. მაგრამ ეს არ გაშინებთ, პირიქით, სიამოვნებას განიჭებთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დადებით შედეგს აღწევთ.

თქვენს მეგობრებს ზოგჯერ არ ესმით თქვენი ასეთი სიჯიუტე, მაგრამ ნუ ღელავთ ამაზე. ნუ გადაუხვევთ საკუთარ გზას, იმიტომ რომ წინ თქვენ დიდი წარმატება გელით.

კარი № 2.

თქვენი მთავარი მიზანი - ახლობლებზე და ნათესავებზე ზრუნვაა. თქვენ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ისინი თავს გრძნობდნენ კომფორტულად და არაფერი აკლდეთ. წლების განმავლობაში დაგროვილი თქვენი პროფესიონალური თვისებები და გამოცდილება საშუალებას გაძლევთ ყველაფერი გააკეთოთ რაციონალურად და ხარისხიანად.

ნებისმიერი პროექტი, რასაც ხელს მოჰკიდებთ, აუცილებლად სრულდება. ეს სწორი მიმართულებაა, მაგრამ ეცადეთ ცოტა დრო გამოუყოთ საკუთარ თავსაც. თქვენც იმსახურებთ სრულფასოვან დასვენებას. ეს მოგცემთ ძალებს იმ ახალი საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც აუცილებლად აღიძვრება ცხოვრების გზაზე.

კარი № 3.

მოცემულ მომენტში თქვენი მთავარი მიზანია - გაიგოთ, რა გჭირდებათ ცხოვრებისგან. თქვენ ცდილობთ გადაწყვიტოთ, საითკენ იმოძრაოთ ცხოვრებაში შემდეგში. მაგრამ, პირველ რიგში უნდა გაერკვეთ იმ დაგროვებულ საქმეებში, რომლებიც თქვენ შემდეგისთვის გადადეთ.

ძველი დაუსრულებელი საქმეები ხელს შეგიშლიან და დაგამუხრუჭებენ წინ მოძრაობაში. ეცადეთ გადაწყვიტოთ ისინი და თქვენ ნათლად დაინახავთ იმ მიმართულებას, სადაც საჭიროა იმოძრაოთ შემდეგ.

კარი № 4.

თქვენი მთავარი მიზანია ცხოვრებაში - იყოთ ძლიერი და მედგარი. გარშემომყოფნი აფასებენ თქვენს ამ თვისებას. დამოუკიდებელი შეხედულება გეხმარებათ მრავალი პრობლემის გადაწყვეტაში როგორც პროფესიონალურ, ასევე პირად ცხოვრებაში. არასოდეს თამაშობთ სხვისი წესებით, უპირატესობას ანიჭებთ რა საკუთარ ინტუიციას.

სწორედ ამიტომ თქვენ გარშემო მხოლოდ ერთგული და თქვენი პატივისმცემელი ადამიანები არიან. აწყობილ გუნდთან მუშაობა უფრო მეტ სიამოვნებას განიჭებთ, ვიდრე ცალკე შრომა. მოძრაობის სწორი მიმართულება გაქვთ - არ ღირს მისი შეცვლა.

კარი № 5.

თქვენ მიდიხართ თვითსრულყოფილების გზით. ის, თუ როგორი დამოკიდებულება გქონდათ ცხოვრებასთან ადრე, აღარ გაწყობთ. ცდილობთ გაიგოთ მეტი და თქვენი ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინეთ.

ბევრი მეგობარი გყავთ ისეთი, რომლებიც მზად არიან, მხარში ამოგიდგნენ ახალ წამოწყებაში. ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ, - უარი არ თქვათ მათ დახმარებაზე და მაშინ ყველაფერი გამოგივათ. ის შესაძლებლობები, რასაც აღმოაჩენთ საკუთარ თავში, სრული ჰარმონიის და სიხარულის საწინდარია ცხოვრებაში.

კარი № 6.

თქვენი მთავარი მიზანია ცხოვებაში - შეცვალოთ ის უკეთესობისკენ. თქვენი ენერგია მუდმივად მიმართულია იმისკენ, რომ ბედნიერი გახადოთ ადამიანები თქვენ გარშემო. რაც არ უნდა მოხდეს, ღებულობთ ყველაფერს მსუბუქად და მარტივად ზედმეტი სირთულეების შექმნის გარეშე.

ეცადეთ, არ ასცდეთ გზას, რადგან ყველას და ყველაფრის გახარების სურვილმა შეიძლება მცდარ გზაზე გადაგიყვანოთ, რომელიც თქვენ არ შეგეფერებათ

ავტორი: melody_inside


სიმართლე, თავი, კარი, ტესტი, საკუთარი

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar