ცდებით, თუ გგონიათ, რომ ეს 11 რამ თქვენს პარტნიორს მოსწონს...

11.06.2019 სექსის შესახებ 18 0 0.0

Загрузка...

ის, რასაც ქალები ვერ ვიტანთ, თქვენ კიდევ აქამდე გეგონათ, რომ ვგიჟდებოდით.
1. შხაპის ერთობლივად მიღება
რა არის იმაში გასაკვირი, რომ სტანდარტული ზომის აბაზანა სულაც არ იყო თავიდან ჩაფიქრებული ორი ადამიანის სხეულის დასატევად?!
2. გიგანტური ფუმფულა სათამაშო
ასეთი უშველებელი ფუმფულა დათვი წლების განმავლობაში დაიკავებს ადგილს, დაიგროვებს მტვერს და იმასაც ვერავინ ეტყვის: „დროა, სამსახური ეძებო!“
3. ხუმრობა პენისზე
ქალების აზრით, პენისი სულაც არ არის სახუმარო ორგანო (განსაკუთრებით, როდესაც მას ემსახურებიან). და სულაც არ არის სასაცილო, როდესაც დროებითი პარტნიორი მოულოდნელად პენისს ფეხებს შუა დამალავს და ქალის სასქესო ორგანოს იმიტირებას ეცდება. კი, კი, ასეთი სულელური ხუმრობებიც ეხერხებათ კაცებს.
4. სამსახურში ყვავილების გაგზავნა
ჯერ ერთი, ეს მოძველებული მეთოდია. მეორე, სიმპათიურმა კოლეგამ, რომელიც ცდილობდა, სტეპლერით ფოკუსები ეჩვენებინა ჩემთვის, ახლა უკვე იცის, რომ ვიღაც მყავს. და მესამე, ქალი კოლეგები შურიანი თვალებით იყურებიან. აჰა, გმადლობ ყვავილებისთვის.
5. თქვენი მეგობარი გოგო
იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს გოგო თქვენი ბავშვობის მეგობარია და თქვენ შორის არაფერი ყოფილა, არც არაფერი იქნება, ის მაინც ქალია. და ეს სამწუხარო ფაქტი ქალებს მუდმივად ძაბავთ.
6. ჩახუტებული ძილი
შეუძლებელია, მიაღწიოთ ხარისხიან, ღრმა ძილს, როდესაც მხვრინავი არსება გებღაუჭებათ და სუნთქვის საშუალებას არ გაძლევთ.
7. დედის ნაყიდი მაისური
რა თქმა უნდა, ვეტყვი, მაისური წარწერით: „ჩემი შვილი მეფეა“ - რა მაგარია და რა სასაცილოა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ცუდი სიტყვების გამოყენებას ვერიდები, თორემ, რეალურად სხვაგვარად ვფიქრობ.
8. მოულოდნელი სექსი მიმოწერის დროს
დამიჯერეთ, შეტყობინება - „მენატრება შენი ხელები“ არ მოითხოვს პასუხს - „მაშინ, ახლავე შემოგახევ ამ ხელებით პიჟამოს და შემოვალ შენში!“ გამოიჩინეთ სინაზე და ნუ განეწყობით დაუყოვნებლივ სექსისთვის მიმოწერის დროს. დააბრუნეთ პიჟამო ადგილზე.
9. როდესაც ცდილობთ, შთაგონება პორნოფილმებში იპოვოთ.
პორნოფილმებში მსახიობები სექსით უხერხულ პოზებში კავდებიან, ცდილობენ, ყველაფრის დემონსტრირება მოახდინონ, ასე ვთქვათ, თავგადასავლიანი სიუჟეტებისთვის. ეს საყურებლად არის საინტერესო, თორემ რეალურ ცხოვრებაში, ხშირად, მოუხერხებელია და სარისკოც. ასე რომ, შეეშვით სექსის დროს იმ პოზების გამეორებას, რომლებიც პორნოფილმში ნახეთ.
10. თქვენი გაკეთებული მასაჟი
არა, ცოტა მარჯვნიიიივ... აააააა!!! არა, გთხოვ, მარცხნიიივ... ოჰჰ, უაჰჰ! იცი, აი, უმჯობესია აი, იქ, ხოო, ეგაა!!! უი, რამე გაგებზარათ? და თქვენ ამას ეძახით მასაჟს?
11. როდესაც არ სთხოვთ სექსს
რა თქმა უნდა, შესანიშნავია, რომ ჩემს უფლებებსა და სურვილებს პატივს სცემ, არ მაიძულებ სექსუალურ ურთიერთობას... მაგრამ რა საჭიროა სექსში უფლებები?! რაც უფრო ხშირად მომთხოვ, მით უფრო ძლიერად დავრწმუნდები საკუთარ მიმზიდველობაში.

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია


პარტნიორი, სექსი, ეროტიკა

10 პროდუქტი, რომელიც სასურველი ფორმების მიღებაში დაგეხმარებათ
15.06.2019
2019 წლის 10 საუკეთესო სმარტფონი
15.06.2019
5 რეკორდი ინტერნეტსივრციდან
15.06.2019
Facebook-ზე რეაქციის გამოხატვას საკუთარი ციფრული გამოსახულებით შეძლებთ
15.06.2019
ვიქტორია ბექჰემი Balenciaga-ს ერთი ზომით დიდი ფეხსაცმლით (ფოტოები)
15.06.2019
კარდაშიანების ყველაზე გახმაურებული ინტერნეტ-სკანდალი!
15.06.2019

სულ კომენტარი: 0
avatar