წინააღმდეგობის მიუხედავად ეუთოს ასამბლეამ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

08.07.2019 ახალი ამბები 30 0 0.0

Загрузка...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გიგი წერეთლის განცხადებით,  დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მაინც მიიღო. ამის შესახებ მან ლუქსემბურგში დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

გიგი წერეთლის თქმით, სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ დარბაზში 56 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, რადგან დარბაზში ყველა დელეგაცია იმყოფებოდა და რუსები ქვორუმზე საუბრობდნენ. "როდესაც აგებენ, მაშინ მათ არ სურთ დარბაზში ყოფნა", - თქვა გიგი წერეთელმა. 

"ბერლინშიც დატოვეს დარბაზი. როდესაც აგებენ, მაშინ მათ არ სურთ დარბაზში ყოფნა და ყოველთვის ეძებენ მომენტს. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი. ეს ვიცოდი, რომ ამას გეგმავდნენ. ამას ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ იმას, თუ რას უჭერენ მხარს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატები. საუბარია უმძიმეს ვითარებაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, დაუსჯელ მკვლელობებზე, რუსეთის პოლიტიკაზე. მათ არ სურთ შეეშვან ანექსიას და ოკუპაციას. ვფიქრობთ, რომ ეს ეხება უკრაინასაც. ჩვენ უკრაინასაც ვეხმარებით. ერთ დღეში საკითხები ვერ წყდება, მაგრამ მთლიანობაში ეს ქმნის კრიტიკულ მასას, რომელიც ერთ დღეს აუცილებლად ამ პროცესს დაასრულებს და რუსეთს შეაჩერებს. აუცილებლად აღდგება ის წესრიგი, რაც ჰელსინკის პრინციპებითაა გათვალისწინებული", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ლუქსემბურგში კენჭი უყარეს ლუქსემბურგის დეკლარაციას, რომლის ნაწილიც არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომზადებული რეზოლუცია. დეკლარაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს. 

7 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტზე სოფო ქაცარავას მიერ ინიცირებული პროექტი "უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში" ხმათა უმრავლესობით მიიღეს. 50 მომხრე, 5 წინააღმდეგი - ასე დასრულდა კენჭისყრა.

დღესვე ლუქსემბურგში გიგი წერეთლი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს. 

წყარო

რეზოლუცია, საქართველოზე, ეუთოს ასამბლეა, წინააღმდეგობა, გიგი წერეთელი

2019 წლის 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
18.07.2019
2019 წლის 18 ივლისის მთვარის ჰოროსკოპი
18.07.2019
რაზე მიგანიშნებთ კონკრეტული თითის დაზიანება? - ხელი გაგეჭრათ? ეს შემთხვევითობა არ არის.
18.07.2019
სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ
17.07.2019
რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე
17.07.2019
რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად
17.07.2019

სულ კომენტარი: 0
avatar