ცისნამი საყვარლიშვილი საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადება...

22.08.2017 საკითხავი 610 0 0.0

Загрузка...

ყოველ წელს ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში, ტარდება საერთაშორისო კონკურისი - "მის ტურიზმი," სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებენ მონაწილეობას. 
წელს პირველად, საქართველოს სახელით წარსდგება, ქართველი გოგონა -
ცისნამი საყვარლიშვილი. კონკურსის მთავარი მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოვება, მეტი ინფორმაციის მოპოვება ერთმანეთის ისტორიაზე, კულტურასა და ტურიზმზე. ყველა მონაწილეს გამოსვლის დროს, უკან, ფონად მისი ქვეყნის ბუნების, ქალაქის, ღირსშესანიშნავი და ტურისტული ადგილების ფოტოები ექნება. თითოეული მათგანი გააკეთებს პატარა მონოლოგს საკუთარ ქვეყანაზე და მაქსიმალურად ეცდება უკეთესად წარმოაჩინოს თავისი ქვეყანა. 
გოგაTV "მის ტურიზმის" ორგანიზატორს, პროდიუსერს, ქალბატონ Marcie Concepcion-ს დაუკავშირდა, რომელმაც გულახდილად გვითხრა, რომ მოხარულია ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ამ საერთაშორისო კონკურსზე რომ იღებს მონაწილეობას. "ცისნამის დიდი ხანი არ არის რაც ვინობ, თუმცა გაცნობის დღიდან ნათელი იყო, რომ მას ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და დიდი პატრიოტია. მე მას ვუთხარი, იღბლიანია შენი ქვეყანა, შენ რომ ყევხარ. საკმაოდ ამბიციური ახალგაზრდა ქალია, ისეთივე ამბიციური, როგორიც თქვენი ქვეყანაა. ვუსურვებ წარმატებას". 
ჩვენ ცისნამისაც დავუკავშირდით, რომელიც როგორც ყოველთვის დიდი ემოციებითა და პოზიტივით გვიყვება ყველაფერს. 

" #MsTourismInternational-ზე, საქართველოს სახელით გამოვდივარ, რადგან საქართველოს მოქალაქე ვარ. ვერავინ ვერ წარმადგენდა საქართველოდან, რადგან ჩვენს ქვეყანას ამ კონკურსის წარმომადგენელი საქართველოში არ ჰყავს და კონკურსი იმართება #მის ანუ ასაკით დიდი ქალებისთვის. მეხმარება ქალბატონი დიანა ბაგრატიონი და მისი ფონდი "დიანა ბაგრატიონი", რომელიც კონკურსზე ჩასაცმელი, ერთ-ერთი კაბის შეკერვის თანხას მთლიანად აფინანსებს. კაბას ქართველი დიზაინერი, ნატა გაბეჩავა მიკერავს. სამწუხაროდ არ იქნება ქართული ელემენტებით, რადგან ორგანიზატორის თქმით, ჟიური ვერ გაიგებს და შესაძლებელია ქულები დავკარგო. ფოტო სესია გავაკეთე, ცნობილ ფოტოგრაფთან Dennis Medlgan, რომელიც საკმაოდ ცნობილია ნიუ-იორკის მოდის სამყაროში. ასევე რამოდენიმე ფოტოს გადამიღებენ ქართველი ფოტოგრაფები: ევა კაპანაძე და ლადო ქართველი. 

მინდა, საქართველოზე მაგრად ვისაუბრო, მის კულტურაზე, სამზარეულოზე, ისტორიასა და წარსულზე. ასევე სამომავლო პერსპექტივებსა და ტურიზმის განვითარებაზე. ამ კონკურსის შემდეგ, 10 ამერიკელიც რომ ჩამოვიყვანო საქართველოში და ჩვენი ქვეყნით დავაინტერესო, ვიტყვი, რომ რაღაც გავაკეთეთქო. ჩემი მთავარი მიზანია ბევრმა იცოდეს საქართველოს შესახებ, დაინტერესდეს ჩვენთან მოგზაურობით, ბუნებით, ნოყიერი ქართული კერძებით, გულიანი ხალხით. რომ მეკითხებიან საიდან მოვდივარ და ვუპასუხებ, ჯორჯიიდან, მინდა აღარ შეეშალოთ და იცოდნენ, რომ ქვეყანა ჯორჯიიდან და არა შტატიდან. 
 

არავისგან არ ვითხოვ დაფასებას, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ბავშვობიდან დიდი პატრიოტი ვიყავი, ვარ, ამიტომ მეგობრები, ხუმრობით, "დიდო ქართველო," ასე მეძახიან. თუ გავიმარჯვე, რაც ძალიან მინდა რომ მოხდეს, რადგან ეს მომენტი ჩვენი ქვეყნისთვისაა, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მსოფლიოს ყურადღება და ბევრჯერ შევახსენოთ თავი, მას. ხო, ვამბობდი, თუ გავიმარჯვე, ერთწლიანი უფასო " სქოლარშიფი" მექნება, ნიუ-იორკის არტ-კოლეჯში და პრიზს კი საქართველოში ჩამოვიტან და იმიგრაციის მუზეუმს გადავცემ. 
ამ კონკურსში მთავარი აქცენტი არ კეთდება გარეგნობაზე, მნიშვნელობა ენიჭება ტურიზმს და ქვეყანას. ჩემი ქვეყანა კი აუცილებლად იმსახურებს გამარჯვებას." 

 

ჩვენ ქალბატონ დიანასაც დავუკავშირდით, რომელმაც შემდეგი რამ გვითხრა: 
" ყველაზე ბუნებრივი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე მონდომებული გოგოა და წარმოუდგენელია უარი მეთქა დახმარებაზე. დამირეკა, მითხრა, რომ საქართველოს სახელით იღებდა კონკურში მონაწილეობად. ვფიქრობ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს. ჩემი ფონდი "დიანა ბაგრატიონი" არაერთხელ დახმარებია და გვერდში დასდგომია, ამერიკაში მცხოვრებ ყველა წარმატებულ და ნიჭიერ ახალგაზრდას. ცისნამიც ერთ-ერთი მათგანია და წარმატებებს ვუსურვებ."
ჩვენ კი ყველას ისღა დაგვრჩენია ცისნამის წარმატებები ვუსურვოთ.

სპეციალურად: GOGA.TV-ისთვის


ცისნამი საყვარლიშვილი საერთაშორისო

2019 წლის 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
18.07.2019
2019 წლის 18 ივლისის მთვარის ჰოროსკოპი
18.07.2019
რაზე მიგანიშნებთ კონკრეტული თითის დაზიანება? - ხელი გაგეჭრათ? ეს შემთხვევითობა არ არის.
18.07.2019
სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ
17.07.2019
რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე
17.07.2019
რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად
17.07.2019

სულ კომენტარი: 0
avatar