წონა, სექსუალურობას არ განსაზღვრავს!..

04.08.2017 საკითხავი 667 0 0.0

Загрузка...

რატომღაც ისე ხდება, რომ სიგამხდრე აუცილებლად სექსუალურობასთანაა კავშირში. საერთოდაც საიდან მოდის ეს შეხედულება, რომ სექსუალური ქალი აუცილებლად მოდელის მსგავსი აღნაგობისა უნდა იყოს? გამხდარი და გრძელფეხება? ამ აზრს შთაგვაგონებენ ტელევიზია, ჟურნალები, ინტერნეტი. დააკვირდით, როგორი ფოტოები იდება ყველაზე ხშირად. ამის შემდეგ ქალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აღნიშნულ სტანდარტებს მოერგონ. ქალბატონებო, თუკი თქვენც ასე ფიქრობთ, დროა აზრი შეიცვალოთ. ვინაიდან წონა კი არა, ამგვარი შეხედულება მოქმედებს თქვენზე ცუდად.

1. ის მოსაზრება, რომ მხოლოდ გამხდარი ქალია სექსუალური და არა თქვენ, ხელს გიშლით საკუთარი თავით, ცხოვრებითა და ურთიერთობით ტკბობაში.

ქალები ხშირად ამბობენ, აი გავხდები და მერე ვნახავთ, ვიქნები სექსუალური, ბედნიერი, გავიჩენ შეყვარებულს მაგრამ იქამდე დაე დავიტანჯო და ვიწვალო. ამ დროს თქვენ არც კი ფიქრობთ ისე მიმართავთ გასახდომად სხვადასხვა მეთოდს, რაც თქვენს ჯანმრთელობას ვნებს. გარდა ამისა, ხშირად ქალები იმდენად ჩაციკლულნი არიან ამ იდეაზე, რომ უკვე ვეღარაფერზე ფიქრობენ კალორიების გარდა. კი მაგრამ, დაუფიქრდით, რომელ კაცს მოეწონება პაემნის დროს რომ მხოლოდ წონაზე ისაუბროთ, იმის მაგივრად რომ იფლირტაოთ და მის მოხიბვლას ცდილობდეთ? და რა იქნება სექსის დროს? თუ საერთოდ მივიდა იქამდე საქმე? წამდაუწუმ ეცდებით საკუთარი მუცელი დამალოთ? ამით ხომ ვერანაირ სიამოვნებას ვერ მიიღებთ. ამიტომ, სინამდვილეში არანაირ კავშირში არაა წონა სექსუალურობასთან. და მეტიც, ყველა კაცს მოსწონს სრული ქალები, რომლეთან ქალური ფორმები უფრო სექსუალურს ხდის.

2. გამხდრები მუდამ მშივრები არიან, ანუ სულ ცუდ ხასიათზე არიან. კარგი ტანის, მაგრამ აგრესიული, ნერვული ქალი ვის უნდა მოეწონოს?

კიდევ ერთი ფაქტი უნდა აღვნიშნოთ-საკვები, ეს მხოლოდ ორგანიზმის გამოკვების საშუალება არაა. ჭამა, ეს სიამოვნებაა, რაზეც დიეტების გამო უარს ამბობენ. სწორედ ამიტომაა რომ "აკრძალული ხილი", ტკბილეული და სხვა მავნე საჭმელი უფრო იზიდავთ ადამიანებს. ფსიქოლოგები გირჩევენ - ჭამეთ ტკბილეული და დესერტი, მიიღეთ სიამოვნება და დაივიწყეთ ამ ფაქტის შესახებ. და კიდევ, შეეცადეთ ხარჯოთ მიღებული კალორიები, ამის შემდეგ არც თავის შეკავება მოგიწევთ, იარეთ ცურვაზე, ისეირნეთ, გაიკეთეთ მასაჟი. ეს თქვენი სხეულისათვის ნამდვილად კარგი იქნება. 

3. გამოდის, რომ სექსუალურობა წონაზე კი არა, თვითშეფასებასა და ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობაზეა დამოკიდებული

მთავარი, რაც უნდა გააკეთოთ ისაა, რომ მოეშვათ მხოლოდ გარეგნობაზე ფიქრს. სექსუალი ქალი-ეს მხოლოდ სხეული არაა. სექსუალურობას განსაზღვავს ღიმილი, იუმორის გრძნობა, პროფესიული თვითრეალიზება, ჰობი. ჩამოყალიბებულ ქალს ცხოვრებაში განსაზღვრული მიზნით საკუთარი თავი მხოლოდ გარეგნობის გამო კი არ მოსწონს, არამედ იმის გამო ვინცაა. 

 


განსაზღვრავს, სექსუალურობა, წონა

დედამიწაზე აღმოჩენილი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები!
20.09.2019
ვინ არის გოგონა,რომლის დანახვაზეც კომენტატორს ენა დაება
20.09.2019
დესერტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რომელი შეგეფერებათ?
20.09.2019
ბრედ პიტი GQ-ის გარეკანზე! მსახიობის ახალი ფოტოსესია!
20.09.2019
2019 წლის საშემოდგომო ეკომეგობრულ კოლექციას
20.09.2019
12 ყველაზე ლამაზი მუზეუმი მსოფლიოში
20.09.2019

სულ კომენტარი: 0
avatar