ცოტნე გამსახურდია: მთელი ერის დადანაშაულება რა სპორტია?

11.07.2018 საზოგადოება 161 0 0.0

Загрузка...

ექს-პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალური ქსელით ეხმაურება ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობას, რა დროსაც 19 წლის მწყემსმა, მალხაზ კობაურმა ამერიკელი სმიტების ოჯახი დახოცა და წერს:

"გაანათლოს ის ოჯახი, გულწრფელად ვიზიარებ მწუხარებას... მაგრამ ეს მთელი ერის დადანაშაულება რა სპორტია? ბოლობოლო, ქუჩაში მშვიდობიანი ადამიანები ხოცეს ავტომატის ჯერებით და იმავ ამერიკის მთავრობა ამის ავტორს დიდ დემოკრატს უწოდებდა, ხოლო 1992 წელს ამერიკის სახელმწიფო მდივანი - ჯეიმს ბეიკერი "ანდროპოვის ყურებთან" მოედანზე მხედრიონის საპატიო წევრიც გახდა... იქვე, ორას მეტრში მიტინგს ხვრეტდა და ოთხფეხა ძაღლებს უქსევდა იგივე მხედრიონი, და ამაზე არ შეშფოთებულხართ და არ ამოგიღიათ ხმა...

არ მიყვარს ეს მატრაკვეცობები, რა! 
ამერიკელებისთვის სამძიმარსაც რაც შეეხება, ახლა მთელი ერი ნაცარს თავზე ვერ წავიყრით ვიღაც მანიაკი ნაბიჭვრის გამო, და ეს კოლექტიური სამძიმრები და აქციები ცოტა კარიკატურული მგონია."

image

მცირე ინფორმაცია კობაურების ოჯახზე

კობაურები ახალგორიდან დევნილები არიან.ისინი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მცხეთის რაიონში სოფელ წილკანში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ.კობაურებს 6 შვილი ჰყავთ და სოციალურად დაუცველთა სტატუსით სარგებლობენ.

მალხაზ კობაური უფროსი შვილია, როგორც ცნობილი გახდა, მას სკოლაში არც არასდროს უვლია და შესაბამისად საშუალო განათლებაც არა აქვს, მწყემსად დაახლოებით ოთხი წლის წინ დაიწყო მუშაობა დუშეთის რაიონისკენ, როგორც ერთ-ერთი მწყემსი ავთო ქენქაძე აცხადებს, მალხაზ კობაური პოზიტიური ადამიანი იყო:"თითქმის სამი წელი ჩემთან იყო. რომ მეთქვა მისთვის: „ცხვარი დაკალი“, მიპასუხებდა ვერ დავკლავ არ შემიძლიაო".

დადებითად ახასიათებენ მალხაზ კობაურს წილკნელი მეზობლებიც, არ სვამდა არ ეწეოდა:"“ბავშვი ისე გაიზარდა, რომ გამარჯობის თქმა ერიდებოდა, საცოდავი ბავშვი იყო. მამა ავადმყოფი ჰყავს, გაჭირვებული ოჯახია, იმისთვის იყო წასული, რომ ოჯახი ერჩინა“, -განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

მკვლელობაში ბრალდებულის მამა იორამ კობაური წარსულში ნასამართლევია. მან მეუღლე დაჭრა, რის გამოც ციხეში ორი წელიწადი გაატარა. ამჟამად, იგი საპატიმროდან გათავისუფლებულია, მაგრამ ოჯახთან ერთად არ ცხოვრობს. იგი ამავე სოფელშია, ოღონდ ცალკე ცხოვრობს.მშობლებს არ სჯერათ, რომ მათმა შვილი მკვლელია.

image

"ერთი ეს ვიცი, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა და ვიღაც უდგია უკან.ვიცი რაც არის ჩემი შვილი და ვიცი, რომ მე მკვლელი შვილი არ მყავს გაზრდილი. უწლოვანი ბავშვი აიყვანა და ის დამარხა, რატომ ითხოვა დახმარება, რომ დედის გვამს ვერ მიეკარა? თუ მაგის გაკეთებულია, მიიყვანდა და იმ დედასაც დამარხავდა. ეგ არის ვიღაცის გაკეთებული და ჩემს შვილს მიაბერტყეს ხელი"-აცხადებს ბრალდებულის დედა მარიამ მარტიაშვილი.

intermedia.ge
ავტორი: არაჩანდა

 

 

 


მთელი, გამსახურდია, დადანაშაულება, რა სპორტია, ერი, ცოტნე

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს
18.02.2019
2019 წლის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18.02.2019
ზოდიაქოს 12 ნიშანი: ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) / Zodiaqos 12 nishani: Tyupebi (22 maisi - 21 ivnisi)
18.02.2019
როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019
სექსი იაპონურად: 20 ყველაზე უხამსი და ეგზოტიკური ფაქტი. (+18 )
17.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...