წულუკიანი: “მთხოვენ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები გავატარო ქალად”

11.06.2018 ახალი ამბები 26 0 0.0


loading...
Загрузка...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა “იმედის კვირაში” ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მას არასამთავრობო ორგანიზაციები საყვადურობენ, რომ არ გაატარა რეფორმა, რომლის თანახმადაც ტრანსგენდერი ადამიანების პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის აღიარებაა.

“მართლაც არის რამდენიმე რეფორმა, რომელიც მე არ გამიტარებია და რომელსაც რატომ არ გაატარეო, არასამთავრობო ორგანიზაციები მსაყვედურობენ.

პირველი, რომელიც შემიძლია, გაუტარებელ რეფორმებს შორის დავასახელო, არის ის, რომ ისინი მსაყვედურობენ მე, იუსტიციის მინისტრს იმას, რომ ჩვენ არ ვაფიქსირებთ საბუთებში სქესს ისე, როგორც ისინი მოითხოვენ. ეს არის ძალიან დიდი რეფორმა, თუ გატარდება, მაგრამ ვაღიარებ, რომ ეს რეფორმა არ გამიტარებია.

ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, არაერთხელ აქვთ საპროტესტო აქციები, მე მთხოვენ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები გავატარო ქალად სამოქალაქო რეესტრში და ის ადამიანი, რომელსაც აქვს ქალის ბიოლოგიური ორგანოები, გავატარო მამაკაცად. ვაღიარებ, რომ ეს რეფორმა მე არ გამიტარებია.

არის არაერთი სამედიცინო და სხვა ფსიქო-სოციალური საკითხები, რაც უნდა იქნეს განხილული მანამ, სანამ ეს რეფორმა გატარდება თუ უნდა გატარდეს.

მეორე, ეს არის ინფორმაციის თავისუფლების აქტი. ჩვენ გვაქვს იუსტიციის სამინისტროში შექმნილი ინფორმაციის თავისუფლების აქტის პროექტი, რომელიც ამჟამად იხილება სახელისუფლო უწყებებში”, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა “იმედის კვირაში” ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მას არასამთავრობო ორგანიზაციები საყვადურობენ, რომ არ გაატარა რეფორმა, რომლის თანახმადაც ტრანსგენდერი ადამიანების პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის აღიარებაა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა “იმედის კვირაში” ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მას არასამთავრობო ორგანიზაციები საყვადურობენ, რომ არ გაატარა რეფორმა, რომლის თანახმადაც ტრანსგენდერი ადამიანების პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის აღიარებაა.

წყარო:  metronome.ge

 


გავატარო, ორგანოები, წულუკიანი, ის ადამიანი, მამაკაცის, ქალად”, რომელსაც აქვს, მთხოვენ

რატომ და როგორ უნდა დავლიოთ სოდა – ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი
24.06.2018
საკვები სოდა კიბოს წინააღმდეგ
24.06.2018
ადამიანის თავის ტვინის მთავარი შემადგენელი ნაწილები
24.06.2018
საოცრად ლამაზი გოგოები, რომლებმაც სხვადასხვა ერების შერწყმით მიიღეს სილამაზე
24.06.2018
ტესტი - ხარ თუ არა ჭკუიანი? #21
24.06.2018
წყალქვეშ დაკარგული მისტიური ქალაქები
24.06.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...