თუ გინდათ, რომ წონაში დაიკლოთ, უყურეთ საშინელებათა ფილმებს - მეცნიერების რეკომენდაცია

11.02.2019 ჯანმრთელობა 17 0 0.0

Загрузка...

თუ დიეტის გამო თავს ცუდად გრძნობთ, შოკოლადი გენატრებათ, შეგიძლიათ უარი თქვათ მასზე, მიირთვათ ის, რაც გსურთ.შეგიძლიათ მარტივად წახვიდეთ და ჩართოთ საშინელებათა ფილმები.

უესტმინსტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ საშინელებათა ფილმების ყურება კალორიების დაწვას უწყობს ხელს.

კვლევას უესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ მაკკენზი ხელმძღვანელობდა. კვლევის შედეგად მან დაასკვნა, რომ 90 წუთის განმავლობაში საშინელებათა ფილმის ყურება გვეხმარება, რომ დავწვათ 113 კილოკალორია. ამავე რაოდენობის კალორიის დაწვაა შესაძლებელი 30 წუთის განმავლობაში სეირნობის, ან 15 წუთის განმავლობაში სირბილის დროს.

მკვლევარებმა განსაზღვრეს ადამიანის გულისცემის დონე საშინელებათა ფილმების ყურებისას. მათ დაასკვნეს, რომ ასეთი ჟანრის ფილმის ყურების დროს ხშირდება გულისცემის რიტმი.

როცა პულსაციის სიხშირე იზრდება სისხლი უფრო სწრაფად იწყებს მოძრაობას, რაც მეტაბოლიზმისთვის კარგია - განმარტავს პროფესორი მაკკენზი.

ამავდროულად, ასეთ დროს ორგანიზმში ადრენალინის დონე იმატებს და მცირდება ჭამის მადა.

ერთი საშინელებათა ფილმი საშუალოდ 113 კილოკალორიას გაკარგვინებთ, მაგრამ არის ისეთი ფილმები, რომელთა საშუალებითაც უფრო მეტი კალორიის დაწვაა შესაძლებელი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად საშიშია ესა, თუ ის ფილმი.

მკვლევარები გამოყოფენ სამ ფილმს, რომელიც ყველაზე მეტად დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში. ეს ფილმებია:

1. „ნათება“/The Shining - მკვლევართა მტკიცებით ამ ფილმის ნახვისას 184 კალორიას კარგავთ.

2. „ყბები“/Jaws – 161 კილოკალორია.

3. „ეგზორცისტი“/The Exorcist – 158 კილოკალორია.

ასე რომ, თუ საშინელებათა ფილმების მოყვარული ხართ, გაგიმართლათ. ჩაუჯექით კინოსურათებს, ხელები თვალებზე არ აიფაროთ და გახსოვდეთ, რაც უფრო საშიშია ფილმი, მით უფრო ეფექტურ შედეგს მიიღებთ წონაში დაკლების თვალსაზრისით.

წყარო

დიეტა, ჯანმრთელობა, სილამაზე ყველა ასაკში, ფილმები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს
18.02.2019
2019 წლის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18.02.2019
ზოდიაქოს 12 ნიშანი: ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) / Zodiaqos 12 nishani: Tyupebi (22 maisi - 21 ivnisi)
18.02.2019
როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019
სექსი იაპონურად: 20 ყველაზე უხამსი და ეგზოტიკური ფაქტი. (+18 )
17.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...