"თუ პრობლემები მოგვარდება, განვაგრძობ საქართველოს სახელით ბრძოლას" - ზურაბ დათუნაშილი

05.02.2019 სპორტის სიახლეები 224 0 0.0

Загрузка...

(რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით საათნახევრის მანძილზე გაგრძელდა და მხარეებმა საქართველოს ჭიდაობის ჩემპიონატზე განვითარებულ მოვლენებსა და ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ჭიდაობის ფედერაციაში არის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია.

"საკმაოდ ბევრი პრობლემაა აღმოსაფხვრელი, მიდგომებია შესაცვლელი, რათა ყველა სპორტსმენს შეეძლოს მაქსიმალურად წარმატებით მოღვაწეობა. ზედამხედველობის თვალსაზრისით სამინისტროსთან ერთად უნდა დავიწყოთ მოკვლევა, რომ გაჯანსაღდეს გარემო და ზურასაც შეეძლოს ასპარეზობა", - განაცხადა ყაველაშვილმა.

თავის მხრივ, დათუნაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა, რომ ყაველაშვილისგან დაპირება მიიღო პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით.

„ვისაუბრეთ გულწრფელად, მოვუყევი ჩემი პრობლემების და ფედერაციაში არსებული პრობლემების შესახებ. დამპირდნენ, რომ ეს პრობლემები აღარ იქნება. თუ ეს ყველაფერი მოგვარდება, მე განვაგრძობ საქართველოს სახელით ბრძოლას", - განაცხადა დათუნაშვილმა.

წყარო

სახელი, საქართველო, ბრძოლა, მოგვარდება, განვაგრძობ, ზურაბ დათუნაშილი, პრობლემები

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar