თურმე, ყოველდღიურად ვარჯიში არ შეიძლება...

09.06.2019 ჯანმრთელობა 23 0 0.0

Загрузка...

image

როდესაც შენ იპოვი ვარჯიშს, რომლის შესრულებაც მოგწონს, ჩნდება სტიმული სპორტდარბაზში დასახლებისა! თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ჩვევების უმრავლესობას ჯანმრთელობისთვის სარგებლობა არ მოაქვს, ეს იდეა შესანიშნავად გეჩვენებათ.

სინამდვილეში კი ყოველდღე ვარჯიში არ შეიძლება და აი რატომ:

1. ორგანიზმს აღდგენისთვის დრო სჭირდება

სპორტი - ნამდვილი გამოცდაა სხეულისთვის, მაგრამ უნდა დაასვენო როგორც საჭიროა. ვარჯიშის დროს კუნთები ნამდვილ სტრესს განიცდიან და თუ ისინი მერე არ დაისვენებენ, სასარგებლო ეფექტი გაქრება.

2. ვარჯიში ერთდღიანი დასვენების შემდეგ უფრო ეფექტურია

შენ თავად შეამჩნევ, რომ ვარჯიშებს უფრო იოლად ასრულებ და თავდაჯერებულად მიიწევ წინ სავარჯიშო გრაფიკით. გარდა ამისა უმჯობესდება ძილი და განწყობა.

3. მცირდება ტრამვის მიღების რისკი

რაც უფრო ძლიერ და ხშირად ტვირთავ კუნთებს, მით მაღალია შანსი მიიღო დაჭიმვა ან ტრამვა. მაგალითად, თუ შენ განტელებით ასრულებდი ბუქნებს და აზიდვებს, არ შეიძლება გაიმეორო შემდეგი ორი - სამი დღე. კუნთების ჯგუფი, რომლებმაც ვერ მოასწრეს აღდგენა, შეუძლიათ დაგაღალატონ.

4. ჯანსაღი ცხოვრების წესი დასვენებასაც მოიცავს

სწორედ ამიტომ ყოველდღიური ვარჯიშები არც ისე სასარგებლოა, როგორც სპორტული და აღმდგენი დღეების მონაცვლეობა. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც რაოდენობა ხარისხში არ გადადის.

ამიტომ, ხვალ დასვენების დღე გაქვს სპორტდარბაზიდან!

ავტორი: melody_inside


გოგონა, სპორტი, ყოველდღიური, ვარჯიში

10 პროდუქტი, რომელიც სასურველი ფორმების მიღებაში დაგეხმარებათ
15.06.2019
2019 წლის 10 საუკეთესო სმარტფონი
15.06.2019
5 რეკორდი ინტერნეტსივრციდან
15.06.2019
Facebook-ზე რეაქციის გამოხატვას საკუთარი ციფრული გამოსახულებით შეძლებთ
15.06.2019
ვიქტორია ბექჰემი Balenciaga-ს ერთი ზომით დიდი ფეხსაცმლით (ფოტოები)
15.06.2019
კარდაშიანების ყველაზე გახმაურებული ინტერნეტ-სკანდალი!
15.06.2019

სულ კომენტარი: 0
avatar