უგემრიელესი წასახემსებელი კრეკერებით

08.08.2019 კულინარია 25 0 0.0

Загрузка...

ეს წასახემსებელი შეგიძლიათ სუფრასთანაც მიიტანოთ, სამსახურშიც წაიღოთ და ბავშვსაც გაატანოთ სკოლაში.

ინგრედიენტები:

დაკონსერვებული თინუსი - 1 ცალი
სტაფილო - 1 ცალი
კრეკერი - 20 ფირფიტა
მაიონეზი - 2 ს/კ
არაჟანი - 2 ს/კ
ლიმონის წვენი - 1 ს/კ
მარილი - გემოვნებით
შავი პილპილი - 0.25 ჩ/კ
კამა - 1 კონა

მომზადების წესი:

1. სტაფილო გაასუფთავეთ და გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე 40-50 წუთი. ან მოხარშეთ წყალში დარბილებამდე. დააბლენდერეთ პიურეს კონსისტენციამდე. აურიეთ 1 ს/კ მაიონეზთან, 0.5 ს/კ ლიმონის წვენთან, მარილთან და პილპილთან ერთად.

2. თევზს გადაუწურეთ სითხე, დაამატეთ 1ს/კ არაჟანი, დაასხით 0.5 ს/კ ლიმონის წვენი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა, მარილი და პილპილი, გემოვნებით, და გადაურიეთ.

3. კრეკერის ფირფიტაზე გადაუსვით თევზის მასა, დააფარეთ ზემოდან მეორე ფირფიტა და წაუსვით სტაფილოს პიურე. ზემოდან კიდევ ერთი თევზიანი ფირფიტა დაადეთ და დაახურეთ სუფთა კრეკერი. გამოგივათ ერთი სტაფილოს ფენა ორ თევზის ფენას შორის.

გემრიელად მიირთვით!

ავტორი: ირმა ჯოხაძე

წყარო

კრეკერებით, წასახემსებელი, უგემრიელესი

10 გენიალური გამოცანა, რომლებიც 7 წამში უნდა ამოხსნათ
17.08.2019
დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა
17.08.2019
სექსუალური სერფერი დების ათი ფოტო, რომლებიც ინსტაგრამზე ნამდვილ ცეცხლს ანთებენ
15.08.2019
როუზი ჰანტინგტონის იდეალური სხეულის საიდუმლო!
15.08.2019
სახლი, რომელზეც ქრის ჰემსვორსმა 20 მილიონი დოლარი დახარჯა!
15.08.2019
ირინა შეიკმა ვერსაჩეს ბიკინი მოირგო! როგორ ისვენებს მოდელი ქალიშვილთან ერთად იბიცაზე!
15.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar