Unicef: საქართველოში ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესად ღარიბია

12.06.2018 საზოგადოება 21 0 0.0


loading...
Загрузка...

გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) საქართველოში კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

კვლევის მიხედვით, ოჯახში მცხოვრები თითოეული ადამიანის დღიური ხარჯი დაახლოებით 3 ლარია, რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარს შეესაბამება.

UNICEF-ის კვლევამ აჩვენა, რომ 2015 წლიდან 2017 წლამდე, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა (2.9, 4.3, და 2.0 პროცენტული პუნქტით).

ამასთან, კვლევის თანახმად, შინამეურნეობების 15.8%, მოსახლეობის 17.5%, ბავშვების 22.1% და პენსიონერთა 13.9% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (საარსებო მინიმუმად დადგენილია თვეში 148.3 ლარი ერთ ზრდასრულ ადამიანზე).

კვლევა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ყველა რეგიონში ჩატარდა. კითხვარები 4697-მა შინამეურნეობამ შეავსო და მიღებული შედეგები რეპრეზენტატულია ქვეყნის მასშტაბით.

წყარო: imedinews.ge

ფოტო: facebook/ Unicef


ბავშვების 6.8%, ღარიბია, UNICEF, საქართველოში, უკიდურესად, პენსიონერების 3.7%

კობახიძე: მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება, ეს ბატონი მამუკას პოზიციაა
16.06.2018
მათ იფიქრეს, რომ ვერავინ ხედავდა რას აკეთებდნენ - უხერხული მომენტები, რომელიც კამერამ დააფიქსირა (ვიდეო)
15.06.2018
5 მავნე ჩვევა, რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებთ (ვიდეო)
15.06.2018
საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა
15.06.2018
ჩუგოშვილი: “ევროპარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება”
15.06.2018
რუსეთში ფრანგი ჰომოსექსუალები ცემეს
15.06.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...