ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიაზე

26.09.2019 ახალი ამბები 31 0 0.0

Загрузка...

პარლამენტის ხმაურიანი სხდომა - ვანო ზარდიაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ ეკა ბესელიამ ამ საქციელით საზოგადოებას თავისი ნამდვილი სახე აჩვენა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ეკა ბესელიასთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს უარყოფს. ვანო ზარდიაშვილის თქმით, ეკა ბესელია მსგავსი საქციელით პოლიტიკური ფსკერიდან ამოწევას ცდილობს. როგორც ზარდიაშვილი აცხადებს,  ბესელიასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს და იმისათვის, რომ მან ამ კითხვებს პასუხები არ გასცეს ყველაფერს იკადრებს.

"მე მისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, იგი მუდმივად ცდილობს ამ პროცესში თავის დამკვიდრებას და პოლიტიკური ფსკერიდან ამოწევას. მასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი კითხვა და იმისთვის, რომ ამ კითხვებს არ გასცეს პასუხები იკადრებს ყველაფერს. გედი ფოფხაძემ ახსენა ჩემი მორალი. მე უბრალოდ ვიკითხე, რომ გედი ფოფხაძეს რა აკვირვებდა ჩემს მორალში, როდესაც ეკა ბესელიას მორალი არ აკვირვებს. ამაში რა არის შეურაცხმყოფელი ან რა არის ამაში მაპროვოცირებელი როგორც მისი სახე ვნახეთ, ჩემთვის ეს უცნობია. თქვენ ნახეთ ახლა ეკა ბესელიას სახე და გგონიათ, რომ ეს რაღაცა ახალია. მე და ჩვენს კოლეგებს ბესელიას მსგავსი სახე, მსგავსი საქციელი და ქმედებები გვაქვს ხშირად ნანახი. ბესელია ყოველდღიურად ასე იქცეოდა სამსახურში, ასე იქცევა მის ცხოვრებაში," - აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.

წყარო: rustavi2.ge

ვანო ზარდიაშვილი, ეკა ბესელია

დილის ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან (19 ოქტომბერი, 2019)
19.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 18 ოქტომბერი, 2019 წელი
19.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 17 ოქტომბერი, 2019 წელი
18.10.2019
ნებისმიერი გოგოს "შებმის" 24 მარტივი ქცევა...
17.10.2019
სექსოლოგის 5 პრაქტიკული რჩევა დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებს
17.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 16 ოქტომბერი, 2019 წელი
16.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar