ვარსკვლავები, რომელთა არაჰიგიენურობაც გარშემომყოფებს აწუხებთ

09.04.2019 ვარსკვლავები 27 0 0.0

Загрузка...

რთულია წარმოიდგინო რომ ცნობილი ვარსკვლავები, რომლებსაც წითელ ხალიჩასა და ეკრანებზე ყოველთვის იდეალურ ფორმაში ვხედავთ, ჰიგიენურ საშუალებებთან არ მეგობრობენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ბევრი მათგანისთვის ეს ყველაფერი ზედმეტი ტვირთია და ამის აღიარებასაც არ ერიდება. თვალი გადავავლოთ იმ ვარსკვლავებს, რომლების გულგრილი დამოკიდებულებაც თავის მოვლის საშუალებებისადმი, ხშირად გარშემომყოფებსაც კი უქმნით დისკომფორტს.

ჯულია რობერტსი

ყველასთვის საყვარელი ვარსკვლავი, ერთ-ერთია იმათგან, რომელთა ნახვაც მსგავს სიაში ყველაზე მეტად გვიკირს. თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ჯულიამ აღნიშნა, რომ ინტენსიურად შხაპს არ იღებს, უარს ამბობს დეოდორანტზე და სხვა თავის მოვლის საშუალებებე, მათ შორის საპონზეც. ამასთანავე, დღეების განმავლობაში შეუძლია არ იზრუნოს თმის სისფუთავეზეც.

ჯონი დეპი

მსახიობი საკმაოდ ახლოს დგას საკუთარ საკულტო როლთან "კარიბის ზღვის მეკობრეებში", რადგან მას შხაპის მიღება არ უყვარს და აქედან გამომდინარე გარკვეული სპეციფიკური სუნი მუდამ თან სდევს.

გვინეტ პელტროუ

როგორც გაირკვა, პრობლემები ჰიგიენურ საშუალებებთან გვინეტ პელტროუსაც აქვს, თუმცა გასაგები მიზეზების გამო. მსახიობმა უარი თქვა დეოდორანტებზე, რომლებიც ალუმინს შეიცავენ, რაც შეიძლება მკერდის სიმსივნის განმაპირობებელიც გახდეს. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ არსებობს ისეთი საშუალებებიც, რომლებიც აღნიშნულ კანცეროგენს არ შეიცავს. უხერხულობას რაც შეეხება, გვინეტმა არასასიამოვნო სუნით ყველა აალაპარაკა 2013 წლის Met Gala-ს ღონისძიებაზე, სადაც მაღალმა ტემპერატურამ ის საკმაოდ არასასიამოვნო სიტუაციაში ჩააგდო.

რობერტ პეტინსონი

მსახიობის არაჰიგიენურობა როგორც ჩანს გადაღებებზე ხშირად ხდება გარშემომყოფების განხილვის საგანი. პეტინსონმა აღიარა, რომ მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს თავი დაბანილი ექნება თუ არა, ის მსგავსი საკითხებით ისედაც დატვირთულ ცხოვრებას არ ირთულებს და იმასაც ამატებს, რომ არც საკუთარი ოთახის დალაგებას ანიჭებს რაიმე პრიორიტეტს.

ბრიტნი სპირსი

ცნობილი მომღერალი როგორც ჩანს არაერთხელ მოხვედრილა უხერხულ სიტუაციებში. Lifedaily-ს ცნობილი გამოცემა წერს, რომ ერთხელ ის თვითმფრინავიდანაც გააძევეს ფეხსაცმლის სუნის გამო, რომელმაც გარშემომყოფები შეაწუხა და სათანადო ზომებიც მიიღეს.

ზაკ ეფრონი

სხეულის იდეალური ფორმების მქონე მსახიობი, რომელიც უამრავი გოგონას გულთამპყრობელია, ალბათ უკეთესია თუ ეკრანებს მიღმა დარჩება, რადგან შხაპის მიღებასთან ისიც საკმაოდ გულგრილია, ამასთანავე, ხშირად არის დაკავებული სპორტული აქტივობებით, რომელთა შემდგომაც მხოლოდ და მხოლოდ სველი პირსახოცის პროცედურით შემოიფარგლება.

კრისტენ სტიუარტი

შხაპის მოყვარული არ აღმოჩნდა კიდევ ერთი ახალგაზრდა მსახიობი, კრისტენ სტიუარტი რეგულარულად არ ზრუნავს სისუფთავეზე, არ იბანს თავს, იშვიათად იხეხავს კბილებს და ამით კმაყოფილია.

ლეონარდო დიკაპრიო

ოსკაროსანი მსახიობი გარემოს დაცვის საკითხებში აქტიურად არის ჩართული, ბუნებრივი რესურსების მოფრთხილების მიზნით კვირაში ერთხელ ან ორჯერ იღებს შხაპს და უარს ამბობს დეოდორანტზეც.

ავტორი: თამარ დევდარიანი

წყარო

არაჰიგიენურობა, გარშემომყოფები, აწუხებთ, ვარსკვლავები

ხაჭოს ლოკოკინები (გერმანული რეცეპტი)
20.04.2019
ალა პუგაჩოვას უყვარდა კაცები და მოკლე კაბის ჩაცმა-რუსეთის პრიმადონას 70 წელი შეუსრულდა
20.04.2019
მოდელები რეკლამებიდან "მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე"
20.04.2019
ცნობილი ხალხის სურათები არქივებიდან
20.04.2019
მსოფლიოში პირველად უსინათლო იაპონელმა იახტით წყნარი ოკეანე გადალახა
20.04.2019
ინდოეთის ოკეანეში გაუგებარი ქმნილება იპოვეს
20.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar