ვარსკვლავები, რომლებიც სხვადასხვა სექტის წევრები იყვნენ

10.10.2018 ვარსკვლავები 22 0 0.0

Загрузка...

არაერთი ვარსკვლავი მოხვედრილი ამა თუ იმ სექტის გავლენის ქვეშ. მართალია, ბევრმა შეძლო და თავი დააღწია, მაგრამ ზოგიერთი დღემდე რჩება კომუნის წევრად.

1. ელვის პრესლი

როკ-ენ-როლის მეფე გაწევრიანებული იყო ორგანიზაციაში ასეთი სახელწოდებით: Self-Realization Fellowship („თვითრეალიზაციის თანამეგობრობა“).

ამ სექტის წევრები თავიანთ სწავლებას ბიბლიასა და ბჰაგავადგიტაზე (ინდური ფილოსოფია) ამყარებენ.

ამბობენ, რომ ამ ადამიანების დახმარებით ელვისს სურდა, ღმერთი ეპოვა.

2. უაინონა რაიდერი

ამერიკელი მსახიობი ბავშვობაში კალიფორნიაში, ერთ-ერთ კომუნაში ცხოვრობდა. იქ არ იყო არც ცხელი წყალი, არც ელექტრობა. საბედნიეროდ, მსახიობის ოჯახმა კომუნა მაშინ დატოვა, როცა უაინონა 10 წლის იყო.

3. ველ კილმერი

კილმერი მიეკუთვნება სექტას „ქრისტიანული მეცნიერება“. ამ სექტის წევრებს სჯერათ, რომ ავადმყოფობა შეიძლება მხოლოდ ლოცვებით განიკურნოს (ისე, ამ სექტის დამაარსებელი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა).

და თავად ველ კილმერიც კინაღამ სიცოცხლეს გამოესალმა, როცა უარი თქვა სიმსივნის მკურნალობაზე. მისი გადარწმუნება მხოლოდ საავადმყოფოში შეძლეს.

მაგრამ მსახიობმა სექტა მაინც არ დატოვა და ამის გამო მისი ოჯახი ძალიან ღელავს.

4. ჯონ ლენონი

60-იან და 70-იან წლებში მამაკაცმა, სახელად მამა იოდმა, ლოს-ანჯელესში, ბულვარ სანსეტზე ვეგეტარიანული რესტორანი გახსნა. სწორედ ეს რესტორანი გახდა კიდეც მისი სექტის ცენტრი. მამა იოდს 14(!) ცოლი ჰყავდა და, ამასთანავე, მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი.

ჯონ ლენონს ხშირად ხედავდნენ მამა იოდის რესტორანში ელის კუპერთან და მარლონ ბრანდოსთან ერთად.

5. პოლ უოკერი

„ფორსაჟის“ ვარსკვლავი მკაცრ რელიგიურ ოჯახში გაიზარდა, რომელიც მორმონთა სექტას ეკუთვნოდა. მსახიობი იხსენებდა, რომ მშობლები მას ნებისმიერი ფილმის ყურებას უკრძალავდნენ, სადაც მცირე დოზით მაინც იქნებოდა ძალადობის ელემენტები. პოლმა კულტის დატოვება მხოლოდ მაღალ კლასებში შეძლო.

6. კრისტოფერ ოუენსი

მუსიკოსი კრისტოფერ ოუენსი დესტრუქციულ სექტა „ღვთის შვილებში“ დაიბადა, სადაც ნებადართული იყო ე.წ. რელიგიური პროსტიტუცია.

ამ სექტის წყალობით კრისტოფერმა ღვიძლი ძმა დაკარგა, რომელსაც კულტის წევრებმა ექიმთან მისვლა აუკრძალეს და ის პნევმონიით გარდაიცვალა.

16 წლის ასაკში ოუენსი „ღვთის შვილებიდან“ გაიქცა და სლოვენიიდან აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად.

7. გლენ კლოუზი

მსახიობის მშობლები რადიკალური სექტის „მორალური გადაიარაღების“ წევრები იყვნენ, რომელსაც მოგვიანებით „ცვლილებების ინიციატივები“ უწოდეს.

გლენმა მხოლოდ 22 წლის ასაკში შეძლო სექტისგან თავის დაღწევა. და იქ გატარებულ წლებს როგორც კოშმარს, ისე იხსენებს: „არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დანაშაულის გრძნობას ჩაგინერგავდნენ, თითქოსდა არაბუნებრივი სურვილების გამო“.

ავტორი: ირმა ჯოხაძე


იყვნენ, წევრები, ვარსკვლავები, რომლებიც, სხვადასხვა, სექტის

10 ამოუხსნელი რამ რაც ყინულებში იპოვეს (ვიდეო)
15.10.2018
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე (ვიდეო)
15.10.2018
ბანანის კექსი - ძალიან მარტივად და სწრაფად!
15.10.2018
აირჩიეთ ბეჭედი და გაიგეთ თქვენი ხასიათის საიდუმლო
15.10.2018
თუკი სიზმარში სექსით დაკავდით...
15.10.2018
ყავაზე, როგორც ნარკოტიკზე, დამოკიდებული ზოდიაქოს 3 ნიშანი
15.10.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...