„ვიგლოვოთ 9 აპრილის ტრაგედია არა როგორც საბჭოთა კავშირის მიერ, არამედ ამერიკული იმპერიის მიერ ჩადენილი ბოროტება”

10.04.2018 საზოგადოება 207 0 0.0

Загрузка...

„1989 წლის 9 აპრილს თბილისში სისხლიანი ანგარიშსწორება საბჭოთა კავშირის სათავეში მოკალათებულმა ამერიკის ჯაშუშებმა გამართეს“ -ამის შესახებ ანალიტიკოსი ვალერი კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქართველი ხალხი აღნიშნულ თარიღს არასწორ შეფასებას აძლევს, რადგან 9 აპრილის ბოროტება საბჭოთა იმპერიას არ ჩაუდენია.

„ტრაგედია ტრაგედიის შეუფასებლობისა. ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში ოცდაშვიდი წლის წინ ჩაიწერა და ჩაიჭედა საშინელი თარიღი - 9 აპრილი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო გავიდა, მიდგომებსა და შეფასებებში არაფერი იცვლება, - ღრმა კრიზისში შესულმა საბჭოთა იმპერიამ საკუთარი არსებობის შესანარჩუნებლად თბილისში მშვიდობიან დემონსტრანტებთან სისხლიანი ანგარიშსწორება მოაწყო. ესაა შეფასება, რომელსაც ქართველი ხალხი ამ ტრაგიკულ თარიღს დღემდე აძლევს. ეს შეცდომაა!

1989 წლის 9 აპრილს თბილისში სისხლიანი ანგარიშსწორება საბჭოთა კავშირის სათავეში მოკალათებულმა ამერიკის ჯაშუშებმა გამართეს, რომელთა მიზანს საბჭოთა კავშირის დაშლა შეადგენდა. ეს სწორია! 1989 წლის 9 აპრილი ტრაგიკული თარიღია არამარტო იმ მსხვერპლის გამო, რომელიც საქართველომ იმ ავბედით დღეს გაიღო, არამედ იმ შედეგების გამოც, რომელიც საქართველოში ამერიკული პოლიტიკის შემოსვლას მოჰყვა. 9 აპრილის გაგრძელებაა საქართველოს ტერიტორიული დაშლა, მისი ეკონომიკური და სულიერი განადგურება. ე ს ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი ა მ ე რ ი კ უ ლ ი პ ო ლ ი ტ ი კ ი ს შ ე დ ე გ ი ა ! ამიტომ, ვიგლოვოთ 9 აპრილის ტრაგედია არა როგორც საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი ბოროტება, არამედ როგორც ამერიკული იმპერიის მიერ ჩადენილი ბოროტება, რომელიც თავისი დამანგრეველი შედეგებით დღემდე მოჰყვება და ანადგურებს ჩვენს სამშობლოს. ასეთია ტრაგედია ტრაგედიის არასწორი შეფასებისა!“- წერს კვარაცხელია. 

წყარო: sazogadoeba.ge


არამედ, 9 აპრილის, ვიგლოვოთ, კავშირის, ამერიკული, იმპერიის, მიერ, საბჭოთა, ტრაგედია, არა როგორც

5 ბნელი სიმართლე იაპონიის შესახებ (ვიდეო)
13.12.2018
რა ნახეს მეცნიერებმა სინამდვილეში მარიანას ღრმულში? (ვიდეო)
13.12.2018
10 საიდუმლო ხრიკი, რომელსაც ფილმებში იყენებენ
13.12.2018
10 ყველაზე პატარა ქვეყანა მსოფლიოში
13.12.2018
5 ადამიანი,რომელიც ზვიგენის თავდასხმას გადაურჩა
13.12.2018
დროის 10 საიდუმლო
13.12.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...