ვინ არიან საპიოსექსუალები და ხართ თუ არა თქვენც ერთ-ერთი მათგანი?

06.11.2018 საკითხავი 26 0 0.0

Загрузка...

თუ ადამიანში გარეგნობას ვერ ამჩნევთ და ის იმიტომ გხიბლავთ და გიყვარდებათ, რომ ჭკვიანია, თქვენ საპიოსექსუალი ხართ. საპიოსექსუალი არის ადამიანი, რომელსაც, პირველ რიგში, ადამიანის ინტელექტი ხიბლავს.

როგორ უნდა მიხვდეთ საპიოსექსუალი ხართ თუ არა? - 5 მთავარი ინდიკატორი:

1. ფიქრობთ, რომ ლამაზი ადამიანები მოსაწყენები არიან - თუ ხედავთ ლამაზ ადამიანებს, მათ შორის, ვარსკვლავებს და ფიქრობთ, რომ ისინი მოსაწყენები არიან და ვიზუალის მიღმა არაფერია, დიდია შანსი, რომ ადამიანებს ვიზუალის მიხედვით არ აფასებთ და სხვა კრიტერიუმებით იხიბლებით. თქვენ უფრო მეტად ინტელექტზე და ადამიანის აზროვნების შესაძლებლობებზე ხართ ფოკუსირებული.

2. გაუმართავი მეტყველება და საუბრის დროს გრამატიკული შეცდომები გაღიზიანებთ - ეს ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორია იმისა, რომ ვიზუალზე მეტად ადამიანის ინტელექტი გხიბლავთ. თუ გაღიზიანებთ გრამატიკული შეცდომები როგორც პირისპირ საუბრის, ასევე მიმოწერის დროს, შესაძლოა, საპიოსექსუალი იყოთ.

3. გიყვარდებათ ის ადამიანი, ვისთანაც დიდი ხნის ურთიერთობა გაქვთ - შესაძლოა, მოულოდნელად აღმოაჩინეთ, რომ თანამშრომელი შეგიყვარდათ, ადამიანი, რომელთანაც უკვე დიდი ხანია ურთიერთობთ.

ასე იმიტომ ხდება, რომ თქვენ საპიოსექსუალი ხართ. ეს ადამიანი გაცნობისთანავე კი არ შეგიყვარდათ და მისი ვიზუალით კი არ მოიხიბლეთ, არამედ მისმა შეხედულებებმა, ინტელექტმა და შინაგანმა სამყარომ მოახდინა თქვენზე დროთა განმავლობაში დადებითი შთაბეჭდილება.

4. სოციალურ ქსელებში ფოტოებზე მეტად სტატუსებით ინტერესდებით - როცა ვინმეს პროფილს ათვალიერებთ, ფოტოებს ყურადღებას არ აქცევთ, მაგრამ სამაგიეროდ დიდი ყურადღებით აკვირდებით მის სტატუსებს და ამოწმებთ მის ინტელექტს, მის მსოფლხედვას და დამოკიდებულებას სხვადასხვა საკითხებისადმი.

5. იხიბლებით სწავლაზე ორიენტორებული ადამიანით - ოდესმე გიგრძვნიათ, რომ ძალიან მოიხიბლეთ ადამიანით, რომელიც მუდამ სწავლაზეა ორიენტირებული, მუდამ რაღაც ახლის შესწავლას და ცოდნის გაღრმავებას ცდილობს? -თუ ასეა, ტქვენ საპიოსექსუალი ხართ. საპიოსექსუალები მხოლოდ ინტელექტით კი არ იხიბლებიან, არამედ მოსწონთ ადამიანები, რომლებიც მუდამ ცოდნის შეძენისკენ ისწრაფვიან.

წყარო

სექსი და ძილი, წყვილები, ჯანსაღი სექსი, სიყვარული და სექსი, სექსი

რომან გოცირიძე: არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა
19.11.2018
ფინანსთა მინისტრი: მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს
19.11.2018
საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა
19.11.2018
მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა
19.11.2018
ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
19.11.2018
რა უნდა დავაწყოთ ახალი წლის სუფრაზე, თუ გვსურს, რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს გემრიელი საჭმელი? - ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
19.11.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...