ზაფხულში, ცხიმიანი კანის მოვლის შვიდი მეთოდი

08.07.2019 საკითხავი 25 0 0.0

Загрузка...

როცა ცხიმიან კანს ეხება საქმე, ზაფხული, შესაძლოა, რთულ გამოწვევად იქცეს. მნიშვნელოვანია იცოდეთ კანის მოვლის ეფექტური მეთოდები, რომლებიც პრობლემას დაგაძლევინებთ და კანს ხავერდოვან ელფერს მისცემს.

ვნახოთ ზაფხულში ცხიმიანი კანის მოვლის 7 მეთოდი.

1. შეცვალეთ კანის გამწმენდი პროდუქტი - გამოიყენეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ლიმონს. ის ხელს შეუშლის ჭარბი ცხიმის წარმოქმნას და ამავდროულად, კანს ექნება უფრო თეთრი, სუფთა და პრიალა ელფერი.

2. აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი - მის გარეშე სახლიდან არავითარ შემთხვევაში არ გახვიდეთ. გარდა იმისა, რომ კანს დაიცავთ მზით გამოწვეული დაზიანებისგან, ნაადრევი ნაოჭების წარმოქმნისგან, ამავდროულად, ის ხელს შეუშლის კანზე ჭარბცხიმიანობას.

3. კვირაში ერთხელ გამოიყენეთ სკრაბი - თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ზაფხულში განსაკუთრებით სწრაფად კვდება უჯრედები და იმისთვის, რომ კანი არ გაგიღიზიანდეთ, გამონაყარი და სიწითლე არ გაგიჩნდეთ, აუცილებელია სახის კვირაში ერთხელ მაინც სკრაბით დაბანა. შედეგად, მოიშორებთ მკვდარ უჯრედებს და კანს უფრო ჯანსაღი იერი ექნება.

4. ექსფოლიაცია - ექსფოლიაციასაც დაახლოებით ისეთი ეფექტი აქვს, როგორც სკრაბის გამოყენებას. მისი საშუალებით მარტივად მოიშორებთ მკვდარ უჯრედებს. ექსფოლიაციით ფორები გაგეწმინდებათ და კანს ჯანსაღი ელფერი ექნება. კანის ექსფოლიაცია კვირაში ორჯერაა რეკომენდებული.

5. უარი თქვით ტონალურსა და ფუძეზე - მძიმე მაკიაჟის ტარება ზაფხულში არ არის რეკომენდებული, რადგანაც განსაკუთრებით საზიანოა კანისთვის. როცა ჰაერის მაღალი ტემპერატურა და მზის სხივები მძიმე მაკიაჟზე ზემოქმედებს, ამან შეიძლება განსაკუთრებით მძიმე შედეგამდე მიგიყვანოთ.

6. გირჩევთ, ზაფხულში არ გამოიყენოთ ფერუმარილი - ცხიმიან კანზე ფერუმარილის წასმა საზიანოა და შესაძლოა, ყოველივემ კანის ქავილი, გამონაყარი, სიწითლე და გაღიზიანება გამოიწვიოს. ამიტომ, ფერუმარილის წასმით ნუ შეეცდებით მშრალი კანის ეფექტის მიღებას. ასეთ დროს სახეს არაბუნებრივი ელფერი აქვს და როგორც აღვნიშნეთ, ყოველივე კანს აზიანებს.

7. გამოიყენეთ თიხის ნიღბები - კანის იდეალური ელფერისთვის თიხის ნიღაბი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. განსაკუთრებით კი, ცხიმიანი კანისთვის. დღის ბოლოს წაისვით სახეზე თიხის ნიღაბი, დაიტოვეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ. ის ასუფთავებს, ავიწროებს ფორებს და კანს ჯანსაღ ელფერს სძენს.

წყარო

ქალი, თავდაჯერებულობა, კანის მოვლა

2019 წლის 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
18.07.2019
2019 წლის 18 ივლისის მთვარის ჰოროსკოპი
18.07.2019
რაზე მიგანიშნებთ კონკრეტული თითის დაზიანება? - ხელი გაგეჭრათ? ეს შემთხვევითობა არ არის.
18.07.2019
სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ
17.07.2019
რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე
17.07.2019
რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად
17.07.2019

სულ კომენტარი: 0
avatar