ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც 2019 წელს ყველაზე ბედნიერები იქნებიან

07.11.2018 ასტროლოგია 30 0 0.0

Загрузка...

ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ასტროლოგები უკვე გვიზიარებენ 2019 წლის პროგნოზს.

ამჯერად ვნახოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს მოუტანს ყველაზე დიდ ბედნიერებას 2019 წელი.

1. თხის რქა - მოემზადეთ, 2019 წელი ბევრ წარმატებას და ბედნიერებას გპირდებათ. თქვენთვის 2018 საკმაოდ რთული და მძიმე წელი იყო, თუმცა ახალი წლიდან რთული პერიოდი დასრულდება და თქვენი თავდაუზოგავი შრომა, ოპტიმიზმი აუცილებლად გამოიღებს შედეგს. არის შანსი იმისა, რომ საქმიანობის სფერო შეიცვალოთ და დაკავდეთ იმ საქმით, რომელიც ნამდვილად მოგიტანთ წარმატებას. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც პოზიტიურ გავლენას მოახდენენ თქვენს ცხოვრებაზე და თქვენი შთაგონების წყარონი გახდებიან.

2. მორიელი - საკუთარ თავში ახალ ძალას და ენერგიას აღმოაჩენთ იმისთვის, რომ ცხოვრების გაახლება შეძლოთ და ბედნიერება იპოვნოთ. თქვენი ცხოვრება სიახლეებით და დადებითი ემოციებით იქნება დამუხტული. კიდევ უფრო თავდაჯერებულები და ძლიერები იქნებით. ასტროლოგები გირჩევენ, რომ აუცილებლად გამონახოთ დრო და ფული მოგზაურობისთვის. სწორედ მოგზაურობის დროს გამოგიჩნდებათ წარმატების მომტანი შესაძლებლობები.

3. ქალწული - 2019 ნამდვილად თქვენი წელია. თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდება და ეს ისე მოულოდნელად მოხდება, რომ არანაირი ძალისხმევის გამოჩენა არ დაგჭირდებათ. მთელი წლის განმავლობაში არ შეგაწუხებთ ისეთი პრობლემები, რომლებსაც ვერ მოაგვარებთ. მოსალოდნელია ბიზნესში წარმატება, თუმცა ფრთხილად იყავით და ყურადღებით შეარჩიეთ საქმიანი პარტნიორი.

4. ტყუპები - დატოვეთ ყოველგვარი ნეგატივი 2018 წელში და ნუ იფიქრებთ წარსულზე. 2019 წელი დიდ წარმატებას გპირდებათ ცხოვრების ყველა მიმართულებით. წარმატება გარდაუვალია როგორც სასიყვარულო ურთიერთობებში, ასევე კარიერული თვალსაზრისითაც. იქნებით თვითკმაყოფილები და ბედნიერების განცდა მთელი წლის განმავლობაში გაგყვებათ.

წყარო

ქალწული, ტყუპები, მორიელი, ზოდიაქოს ნიშნები, თხისრქა

რომან გოცირიძე: არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა
19.11.2018
ფინანსთა მინისტრი: მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს
19.11.2018
საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა
19.11.2018
მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა
19.11.2018
ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
19.11.2018
რა უნდა დავაწყოთ ახალი წლის სუფრაზე, თუ გვსურს, რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს გემრიელი საჭმელი? - ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
19.11.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...