ზოდიაქოს ნიშნების 6 წყვილი, რომლებიც ერთმანეთს აუცილებლად უღალატებენ

11.02.2019 ასტროლოგია 21 0 0.0

Загрузка...

1. ვერძი და კურო - ზოდიაქოს ამ ორ ნიშანს შორის საოცარი მიზიდულობაა, მაგრამ ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობისთვის ხშირად ეს არ არის საკმარისი. მათ და განსაკუთრებით ვერძს არ მოსწონს ურთიერთობაში მონოგამია და სიახლეები სჭირდებათ. როცა სიყვარულს და სექსს ეხება საქმე, ამ ორს აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები და ღირებულებები აქვთ, რაც საბოლოო ჯამში იქამდე მიდის, რომ ერთმანეთს ღალატობენ.

2. ტყუპები და სასწორი - ზოდიაქოს ამ ორ ნიშანს საოცრად ხიბლავს ერთმანეთი. მათ შორის ბუნებრივად არსებობს განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულება. მიუხედავად ამისა, ხშირად არ არიან ერთ აზრზე და ერთმანეთისგან გაქცევის სურვილი უჩნდებათ. ყოველივე კი ზოდიაქოს ამ ნიშნებს ღალატისკენ უბიძგებთ.

3. კირჩხიბი და თხის რქა - მგრძნობიარე კირჩხიბს მოსწონს მზრუნველ თხის რქასთან ურთიერთობა, მაგრამ სამწუხაროდ თხის რქა ბოლომდე ვერ იგებს კირჩხიბის საჭიროებებს, ვერ იგებს, რატომ არის ის მოწყენილი, რატომ ბეზრდება ერთფეროვნება. ამიტომაც ამ ორის ურთიერთობა ხშირად ღალატით სრულდება.

4. ლომი და მშვილდოსანი - ორივე ცეცხლის ნიშანია და ერთი შეხედვით თითქოს კარგად უნდა უგებდენენ ერთმანეთს, მაგრამ რეალურად, ასე არ არის. ლომს მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს, უნდა, რომ თავისი საყვარელი მშვილდის ყურადღება მხოლოდ მისკენ იყოს მიმართული, მაშინ, როცა მშვილდოსანი ვერ იტანს ერთფეროვნებას და უამრავი ინტერესი აქვს და ამ ინტერესებში ბევრ დროსა და ენერგიას დებს. ამიტომ, ხშირად ყოველივე ამ ორს ერთმანეთის ღალატისკენ უბიძგებს.

5. მორიელი და თევზები - ზოდიაქოს ამ ორ ნიშანს განსაკუთრებული უნარი აქვთ, რომ ერთმანეთს მოატყუონ, ტყუილებით თავბრუ დაახვიონ. ორივეს უყვარს საკუთარ თავში ჩაკეტვა და ხშირად ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები ხდებიან, რაც ღალატის მიზეზი ხდება.

6. მერწყული და ქალწული - ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული ენერგიის მატარებელია. აქვთ განსხვავებული მისწრაფებები, შეხედულებები და არ არსებობს საკითხი, რომელზეც ისინი შეთანხმებას შეძლებენ. ქალწული მოწესრიგებულია, მერწყული კი საოცრად ქაოსური. ამიტომაც, მათი თანაცხოვრება თითქმის არასდროსაა წარმატებული და ხშირ შემთხვევაში ღალატით სრულდება.

წყარო

ჰოროსკოპი, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ღალატი

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს
18.02.2019
2019 წლის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18.02.2019
ზოდიაქოს 12 ნიშანი: ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) / Zodiaqos 12 nishani: Tyupebi (22 maisi - 21 ivnisi)
18.02.2019
როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019
სექსი იაპონურად: 20 ყველაზე უხამსი და ეგზოტიკური ფაქტი. (+18 )
17.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...