ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე სიმპათიური და ქარიზმატული კაცები?

11.04.2019 ასტროლოგია 36 0 0.0

Загрузка...

"თუკი გსურთ, რომ ქალი მამაკაცით დააინტერესოთ,უთხარით, რომ ამ მამაკაცს საეჭვო წარული აქვს" – წერდა თავის დროზე "დეტექტივების დედოფლად" წოდებული, უდიდესი მწერალი ქალი აგათა კრისტი. წერდა და მისი მოსაზრება აბსოლუტური ჭეშმარიტება გახლდათ. ქალების უმეტესობას, მოსწონს თავზეხელაღებული და არაპროგნოზირებადი კაცები, მაგრამ ვერ ითვალისწინებენ მედლის მეორე მხარეს, ყველაფერი ხომ ოქრო არ არის, რაც სიბრჭყვიალით გამოირჩევა. შესაბამისად, ქარიზმატული მამრის გვერდით ყოფნა ბევრ მსხვერპლს, მოთმინებასა და დრამატულ ეჭვიანობის სცენებს ითვალისწინებს. 

ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე ხშირად გერეგნული მონაცემების მიუხედავად სუსტის სქესის გულს უპირობოდ იპყრობს სამი ზოდიაქოს ნიშანი – ტყუპი, მშვილდოსანი და მორიელი. ამათგან ორი ქალის მოხიბვლას საკუთარ ენასა და კომუნიკაციის უზადო უნარს უნდა უმადლოდეს. მოგეხსენებათ, "ქალებს, ყურებით უყვართ". მაგრამ რითი ხიბლავს პირქუში, სიტყვაძუნწი და უჟმური მორიელი მანდილოსნებს? რითი და უზომო სექსუალურობით. მან სიტყვაც რომ არ თქვას ზედმეტი, ქალები მორიელის მაგნეტიზმით ტყვევდებიან და როგორც გველისგან მონუსხული ბაჭია ისე ემორჩილებიან მორიელის კაპრიზებს.

მოკლედ, ჩემი რჩევა იქნება არასოდეს მოუსმინოთ ხანგრძლივად ტყუპს და მშვილდოსანს და არასოდეს ჩახედოთ მორიელს თვალებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ხანგრძლივი "თავის ტკივილი" გაქვთ გარანტირებული სამომავლოდ. 

დრო დადგა "უკუჩვენებებზეც" ვისაუბროთ. სამივე მამაკაცს გააჩნია ე.წ. "ჩრდილოვანი თვისებები" ხასიათში. ტყუპს და მშვილდოსანს ერთგულებაზე ამაოდ ნუ "დატესტავთ". მერწმუნეთ, გულნატკენი დარჩებით. ის კი არა, თქვენი თანდასწრებით თუ სხვა ქალებს ეფლირტავება ეს ორი, კარგი იქნება თუ მოარიდებთ თვალს. სკანდალს თუ არ მოუწყობთ და განშორებით არ შეაშინებთ შანსი იმისა, რომ ფიზიკურად გიღალატოთ ძალზე მცირეა. თუ მაინც დაიჟინებთ, შესაძლოა უბრალოდ "ჯიბრით" წავიდეს სხვასთან რათა ერთ საღამოს მაინც დაისვენოს თქვენი პრეტენზიებისგან. 

მორიელთან საქმე სხვაგვარადაა – დაიმახსოვრეთ, ის რისი უფლებაც აქვს მას, აბსოლუტურად გეკრძალებათ თქვენ. ამიტომ მოგიწევთ მისი სულისშემხუთველი ეჭვიანობის, მაშინ, როცა თავად სად დადის და რას აკეთებს ვერასოდეს გაიგებთ. ან თუ გაიგებთ, მერწმუნეთ, არ მოგეწონებათ. მორიელი მამაკაცის დადებითი თვისება არის ის, რომ ბევრ მათგანს (თუმცა არა ყველას!) საყვარელი ქალის ერთგულება რეალურად შეუძლია. თუმცა, სწორედ მორიელი იქნება ის "მანიაკი", რომელიც სხვა ქალთან ღია ფლირტით მოგიწამლავთ ნერვებს, თუკი ღმერთმა დაგიფაროთ და მას თქვენში დაეჭვების იოტისოდენი საბაბი მიეცით. არ დაგავიწყდეთ, ამ ადამიანს ნგრევაც და შენებაც ერთნაირი ოსტატობით ეხერხება. ჰოდა, ნუ მისცემთ საბაბს დაანგრიოს თქვენი ცხოვრება. მართალია, ნანგრევებში შეიძლება თავადაც მოყვეს, მაგრამ რაც არ უნდა გაუჭირდეს განშორება, თქვენ აღარასოდეს დაგიბრუნდებათ.

წყარო

ქარიზმატული, სიმპათიური, კაცები

ხაჭოს ლოკოკინები (გერმანული რეცეპტი)
20.04.2019
ალა პუგაჩოვას უყვარდა კაცები და მოკლე კაბის ჩაცმა-რუსეთის პრიმადონას 70 წელი შეუსრულდა
20.04.2019
მოდელები რეკლამებიდან "მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე"
20.04.2019
ცნობილი ხალხის სურათები არქივებიდან
20.04.2019
მსოფლიოში პირველად უსინათლო იაპონელმა იახტით წყნარი ოკეანე გადალახა
20.04.2019
ინდოეთის ოკეანეში გაუგებარი ქმნილება იპოვეს
20.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar