ზოდიაქოს სახლების სისტემა - მერვე სახლი

03.09.2018 ასტროლოგია 38 0 0.0

Загрузка...

ჩვენი ერთგული მკითხველის თხოვნის გათვალისწინებით, ვიწყებთ სტატიების ციკლს ზოდიაქოს სახლების შესახებ. ასტროლოგიურად არსებობს თორმეტი სახლი, რომელიც სხვადასხვა ზოდიაქოს შეესაბამება. სახლი, რომელშიც ესა თუ ის პლანეტა ხვდება თქვენს ნათალურ რუკაზე, განაპირობებს მისი გამოვლინების არეალს. ასე მაგალითად – ვენერა მორიელში, რომელიც თავისთავად უკვე ნიშნავს ტემპერამენტიან, ქარიზმატულ და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულ ინდივიდს, საკუთარ სექსუალურ ტემპერამენტს გაცილებით უფრო დრამატულად გამოავლენს თუკი ზემოთ ხსენებული ვენერა მორიელის ზოდიაქოს გარდა მორიელისავე მერვე სახლში იქნება განთავსებული. ამ შემთხვევაში ადამიანის ემოციებს გამუდმებით მიეცემა ფატალური მოვლენების ხარჯზე განვითარების საშუალება. ხოლო იგივე ვენერას განლაგება მეათე სახლში მიუთითებს იმაზე, რომ მისი მფლობელი ასაკით უფროსი ან თანამდებობის პირებით იხიბლება (რისი ფესვებიც მისი ოჯახიდან, აღზრდის სპეციფიკიდან მოდის) და საკუთარ სექსუალურ შარმსაც ძირითადად ამ მიმართულებით იყენებს.
ასტროლოგიურად ზოდიაქოს თორმეტივე სახლს საკუთარი გამოვლინების სფეროები გააჩნია. ამიტომ თითოეული სახლის "არსენალში" როგორც წესი, რამდენიმე ვარიანტი შედის. თუმცა როგორ ამუშავდება ესა თუ ის სახლი კონკრეტული ინდივიდის ცხოვრებაში ამაზე უკვე მთლიანი რუკის კომპლექსური ანალიზის შედეგად შეიძლება საუბარი. მაგრამ დასაწყისისთვის მოდით რიგითობის მიხედვით გავეცნოთ თითოეულ სახლს და მისი გავლენის სფეროებს. 

მერვე სახლი

წყლის სტიქიის, ფიქსირებული, ქალური ენერგეტიკის მქონე სახლი.

სიგნიფიკატორი – მორიელი

ფერი მწვანე და თეთრი

სხეულის ნაწილებიდან შეესაბამება სასქესო ორგანოები და საშარდე სისტემა.

მერვე სახლის სფეროებში შედის: გარდაცვალების თემა, ტრანსფორმაცია (როგორც გარეგნული ისე სულიერი ან ფსიქოლოგიური), შიშები და კოშმარები, სიცოცხლისთვის საფრთხის მომტანი მოვლენები, გაუპატიურება (ზოგადად ძალადობა), ორგაზმი, აღორძინება-გარდასახვა, ფული (ძირითადად სხვისი ქონება ან მემკვიდრეობა), ვალები, ლიკვიდაცია და ჩამოშორება, ქირურგია, ვენერიული დაავადებები, ქვების გაჩენის საფრთხე თირკმელში (უფრო ზუსტად თირკმლის შეტევა), შხამები და მხუთავი აირები. მეუღლის ან პარტნიორის ფული და ქონება.

მერვე სახლი უკავშირდება მორიელის მომაკვდინებელ შხამს, ნგრევასა და გარდასახვას. მისი მმართველია პლანეტა პლუტონი მარსთან ერთად. აქედან გამომდინარე, ამ სახლის არეალში ნგრევის, ტრანსფორმაციისა და გარდასახვის ენერგეტიკა ტრიალებს. სიმბოლურად იგი განასახიერებს სექსუალურ აქტს, ახლის დაბადების (ჩასახვის) პროცესს, შეღწევის თუმცა სიკვდილის ხარჯზე (სპერმატოზოიდები ხომ იღუპებიან საიმისოდ, რომ ახალი სიცოცხლე შეიქმნას).
მერვე სახლი, კონკრეტულად მისი მდებარეობა და ასპექტები იძლევა ინფორმაციას თუ რა სახის სასიკვდილო საფრთხე ელის ადამიანს ცხოვრებაში ან როგორ დაასრულებს იგი საკუთარ არსებობას დედამიწაზე. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამ სახლში ვერც ერთი პლანეტა ვერ ხარობს, გარდა მთვარისა და ისიც ღამით დაბადებულების შემთხვევაში. თუკი ვსებადი მთვარეა ამ სახლში განლაგებული, იუპიტერთან სექსტილით ან ტრინით, საკუთარ, ვენერით, მერკურით ან იუპიტერით მართულ ნიშანში ეს ნიშნავს იმას, რომ ამგვარი კომბინაციის მფლობელს ცხოვრებაში დიდი წარმატება, სიმდიდრე და პოპულარობა ელის.
მერვე სახლი განაგებს გარდაცვლილთა ქონებით სარგებლობის ფაქტებს, ანდერძის ან მემკვიდრეობის საკითხებს. იგია სიგნიფიკატორი სხვადასხვა სახის მანიაკალური მიდრეკილებების გაჩენისა ადამიანის ფსიქიკაში (განსაკუთრებით თუ მას ნეპტუნთან ან მთვარესთან გააჩნია ცუდი ასპექტები).

მერვე სახლს შეესაბამება ისეთი პროფესიები რაც "განცალკევებას", "ტრასფორმაციას", "ჭრას და კვეთას" უკავშირდება. მაგ. ქირურგია, დამკრძალავი სამსახური, ანესთეზიოლოგია და ა.შ. იგია სიგნიფიკატორი ყოველგვარი სახის ჭრილობის, დაზიანებისა და ვენერიული დაავადების წარმომქმნელი სიმპტომისა. მერვე სახლის სფეროში შედის ადამიანის ყველაზე ღრმა განცდები, ტანჯვა და ტრანსფორმაცია ემოციების ხარჯზე. ეჭვიანობა, შური, ბოღმა, დაგროვილი წყენა და მისგან გათავისუფლების გზები.

ფინანსური საკითხების კუთხით მერვე სახლი განაპირობებს პარტნიორის ფულს, ანდერძით მიღებულ რესურსებს, გადასახადებს, ჰონორარებს, ალიმენტებს, პენსიებს, სახელმწიფო დოტაციას, სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ფონდის ფულს.

სინასტრიულ (თავსებადობის რუკაში) მერვე სახლი კულმინაციურ წერტილს განსაზღვრავს ურთიერთობაში. ყველაზე მძაფრი ვნებებისა და ემოციების გადაკვეთის წერტილს, სიტუაციას და მიზეზს. მაშინ როცა მეშვიდე სახლი ორ ადამიანს შორის ჰარმონიული ურთიერთობის განვითარებას "კურირებს", დაპირებებს და იმედებს, ოცნებებს და საერთო მიზნებს. მერვე სახლი ამ ყველაფერს საკუთარ არეალში აქცევს. ერთია დაჰპირდე ადამიანს, მეორე – პირნათლად შეასრულო ეს დანაპირები. მერვე სახლი კი სწორედ ურთიერთობების სიმყარეს "ტესტავს" ამგვარი მძაფრი ტრანსფორმაციის კუთხით.

იმდენად რამდენადაც მერვე სახლი, კიდევ ერთი ფინანსური მაჩვენებლის მქონე მეორე სახლის ოპოზიციურ სახლს წარმოადგენს, მის სფეროში შედის უკვე გამომუშავებული (შეძენილი) ქონება. თუმცა მეორე სახლისგან განსხვავებით მერვე სახლი ითხოვს პიროვნება შეელიოს საკუთარ ინდივიდუალიზმს, ქონების შენარჩუნების ხარჯზე. ითხოვს კონკრეტულ მსხვერპლს დიდი ფულის სანაცვლოდ (მემკვიდრეობა, დაქვრივების შედეგად დარჩენილი მეუღლის ქონება და ა.შ.). საიმისოდ რომ ადამიანი უკეთესი გახდეს, უკეთ იცხოვროს, განვითარების უფრო მაღალ საფეხურს მიუახლოვდეს, იგი აუცილებლად უნდა ტრანსფორმირდეს მსხვერპლის გაღების ხარჯზე. წარსულთან დამაკავშირებელი ფესვების მოკვეთა კი მერვე სახლის დახმარებით ხდება, თანაც საკმაოდ მტკივნეულად. გაიხსენეთ პლუტონის (პლუტონი მერვე სახლის სიმბოლური მმართველია) დევიზი – "გასწავლი სიკვდილს საიმისოდ, რათა შეძლო სიცოცხლის ახლებურად გაგრძელება". 

წყარო: astrologi.ambebi.ge


ზოდიაქოს, სისტემა, სახლი, სახლების, მერვე

სალათი „თბილისი“ - მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი და ნოყიერი
25.09.2018
25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
25.09.2018
ძილში ნერწყვი გადმოგდით პირიდან? თქვენ წარმოუდგენლად გაგიმართლათ და აი, რატომ...
24.09.2018
გაიგეთ, ზოდიაქოს რომელ ნიშანთან გელით დაუვიწყარი პირველი ღამე
24.09.2018
24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
24.09.2018
ზოდიაქოს სახლების სისტემა - მეთორმეტე სახლი
24.09.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...