ზურაბ ჯაფარიძეს მოულოდნელად სახელი გადაარქვეს

09.01.2019 ახალი ამბები 20 0 0.0

Загрузка...

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მას სახელი შეუცვალეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. 

ჯაფარიძის, თქმით, მის სახელს ე.წ middle name დაემატა და ის ზურაბ გირჩი გახდა. 

„სახელის შეცვლაზე რომ შევიტანე განცხადება ხომ გახსოვთ? მითხრეს რომ გასაუბრებაზე დამიბარებდნენ და ისე გადაწყვეტდნენ სახელში ‘გირჩი’-ს ჩამატების საკითხს. გასაუბრებაზე თუ არ მივიდოდი, განცხადებას გააუქმებდნენ.

არავინ შემომხმიანებია. 8 ოქტომბერს მომივიდა მესიჯი რომ დასრულდა პროცედურა. რადგან გასაუბრება არ გამივლია, ჩავთვალე რომ განცხადება გააუქმეს. დღეს დამჭირდა კატოსთვის რაღაც საბუთის გაკეთება იუსტიციის სახლში მომთხოვეს ჩემი პირადობა. მივაწოდე, გაუქმებულიაო. სახელი გაქვთ შეცვლილიო და გამიხვრიტეს.

როგორც გავარკვიე, 8 ოქტომბრის შემდეგ ‘ზურაბ გირჩი ჯაფარიძე’ ვარ. ეს ოკ , მაგრამ 28 ოქტომბრის საარჩევნო ბიულეტენში ჩემს ნაცვლად ვინ ეწერა? 

ვის მისცა ხმა 36,000-მა ადამიანმა? .იქნებ დაიბნა ხალხი, ‘ზურაბ გირჩი’-ს ეძებდა ბიულეტენში და რომ ვერ იპოვა, სხვას მისცა ხმა? ეს თუ არაა გაყალბება, აბა რაა?“- წერს ჯაფარიძე.

პარტია „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი სახელის ცვლილებას გეგმავდა, რათა ბიულეტენში „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“-დ ყოფილიყო წარმოდგენილი.

წყარო
ფოტო: Facebook

სახელი, ზურაბ ჯაფარიძე

როგორ მოვიქცეთ გაზის გაჟონვის ან CO-ს დაგროვების შემთხვევაში - რეკომენდაციები
19.01.2019
,,გამორჩეული სანახაობა იქნება'' - სტეფანე ,,საქართველოს ვარსკვლავის" შესახებ
19.01.2019
SAMSUNG-მა MicroLED ტელევიზორი წარადგინა
19.01.2019
SAMSUNG სმარტფონებში M სერიას ამატებს
19.01.2019
თბილისის მერია ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას დაუშვებლად მიიჩნევს
19.01.2019
10 ყველაზე სტრესული სამსახური (ვიდეო)
19.01.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...