ბიოგრაფია

ჯან ძიი

19.04.2019 აზიელი მსახიობები 102 0 0.0

Загрузка...

image

1979 წლის 9 თებერვალს ქალაქ პეკინში დაიბადა თანამედროვე ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი მეგავარსკვლავი ჯან ძიი, გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს მისი ცხოვრებიდან.

11 წლის ასაკში იგი ჩაეწერა პეკინის ცეკვის აკადემიაში, 15 წლის ასაკში მან მოიგო იუნიორებს შორის ეროვნული ჩემპიონატი ცეკვაში, ხოლო 16 წლის ასაკში ჩააბარა ჩინეთის პრესტიჟულ დრამის ცენტრალურ აკადემიაში.

image

ჟურნალმა "People“-მა მსახიობი ორჯერ დაასახელა პლანეტის 50 ყველაზე ლამაზ ქალბატონს შორის.

image

პირველი დიდი წარმატება მოუტანა რეჟისოს ჯან იმოუს ფილმმა „გზა შინისაკენ“ (1999), რომელმაც 2000 წელს ბერლინის კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვი“ მოიპოვა.

image
შემდეგ იყო ფილმი "მოახლოებული ვეფხვი, ჩასაფრებული დრაკონი"(2000 წელი) რომლის საბრძოლო სცენები, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურად აღიარეს კინომატოგრაფიის ისტორიაში, რისთვისაც ფილმს ოთხი "ოსკარი"(საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, საუკეთესო ოპერატორი, საუკეთესო მხატვრული გაფორმება, საუკეთესო ორიგინალური მუსიკა) ორი "ოქროს გლობუსი" და ორიც BAFTA ერგო.

image

"ჩინეთის საჩუქარი ჰოლივუდს", ასე უწოდა ჟურნალმა Time“-მა ჯან ძიის.

image

2001 წელს მსახიობი გამოჩნდა ბრედ რეტნერის ამერიკულ კომედიურ ბოევიკში „პიკის საათი 2“. გადასაღებ მოედანზე მისი პარტნიორები იყვნენ ჯეკი ჩანი და აგრეთვე პოპულარული ამერიკელი კომიკოსი კრისტოფერ ტაკერი. ჯან ძიის პირველი ნამუშევარი ამერიკულ კინოში გახდა სწორედ „პიკის საათი 2“. აღსნიშნავია, რომ იგი ინგლისურ ენას არ ფლობდა, რის გამოც ჯეკი ჩანს უხდებოდა თარჯიმნის როლში გამოსვლა. ამის შემდეგ, ჯან ძიიმ დაიწყო ინგლისური ენის შესწავლა.

image
ფილმში „გეიშას მემუარები“ (2005), (რა დროსაც მსახიობმა აქტიურად შეისწავლა იაპონური კულტურა) შესრულებული როლისთვის იგი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე კატეგორიაში ქალის საუკეთესო დრამატული როლისთვის, BAFTA საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მთავარ როლში და "გილდიის" პრემიაზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მთავარ როლში.

image

2007 წელს მსახიობი ხვდებოდა ებრაელ მილიარდელს ავივ ნევოს, თუმცა წყვილის ურთიერთობა მხოლოდ ორი წელი გაგრძელდა

image

2009 წელს პრესაში აგორდა სკანდალი, რის მიხედვითაც მსახიობს ფულის ანაზღაურების სანაცვლოდ ჰქონდა სექსუალური კავშირები მაღალჩინოსან პოლიტიკოსებთან და მდიდარ ბიზნესმენებთან. თუმცა საბოლოოდ ეს ჭორი არ დადასტურდა.თუმცა 2012 წელს კიდევ ერთი სკანდალი აგორდა მის წინააღმდეგ, პრესის მტკიცებით მას სექსუალური კავშირი ჰქონდა ერთ-ერთ ჩინელ მაღალჩინოსანთან(ბი სილაი), რითაც მსახიობმა სექსის სანაცვლოდ მილიონობით დოლარი ჩაიჯიბა.

image

მსახიობი 2015 წელს დაქორწინდა მუსიკოს ვან ფენზე, წყვილს შეეძინა ერთი ქალიშვილი.

image
ფილმოგრაფია

image
 

 

ჯან ძიი
სულ კომენტარი: 0
avatar