ბიოგრაფია

ანკიტა ლაკჰანდი / Ankita Lokhande

18.08.2016 ბოლივუდის მსახიობები 1308 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი: ტანუჯა ლაკჰანდი    
დაბადების თარიღი: 19 დეკემბერი, 1983 წელი 
დაბადების ადგილი:  ინდორი, მადჰია-პრადეში, ინდოეთი
პროფესია: მსახიობი    
კარიერა:  2009 წლიდან
ზოდიაქო: მშვილდოსანი
სიმაღლე:  168 სმ.

ბიოგრაფია: ანკიტა 1983 წლის 19 დეკემბერს დაიბადა ინდორში, მადჰია-პრადეში, მაჰარაშტრიანების ოჯახში. 2008 წელს იგი ლიდერი ქალის როლში აირჩიეს NDTV-ის მიერ გადაღებულ სატელევიზიო მრავალსერიან პროექტში „Imagine's Bali Umar Ko Salaam opposite Jay Soni“. მაგრამ, სერიალს გაურკვეველი მიზეზებით, დღის სინათლე არ უხილავს. 
მსახიობი საზოგადოების ყურადღების ცენტრში Zee TV. -ს მიერ მომზადებული პროექტში, სატელევიზიო სერიალში „ფიცი“ (Pavitra Rishta)  არჩანას როლის შესრულებით მოექცა.
ანკიტას სურვილია, ბოლივუდში მოსინჯოს ძალები და თუ გაუმართლა, მის დაპყრობასაც შეძლებს. მაყურებელმა ის შეიძლება მალე იხილოს სანჯაია ლილის ახალ ფილმში „ბჰანსალი პადმავატი“.
რაც შეეხება მსახიობის განათლებას, აქ ის საგრძნობლად მოიკოჭლებს. 2005 წელს მან სწავლას თავი დაანება და მუმბაის მიაშურა, რათა სატელევიზიო პროექტების კონკურსანტი გამხდარიყო. ოთხო წლის უშედეგო ცდის შემდეგ, იგი ტელესერიალ „ფიცში“ შესასრულებელი ერთ-ერთი მთავარ, არჩანას როლში დაამტკიცეს. გოგონას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

პ ი რ ა დ ი: მსახიობი 4 წელია სამოქალაქო ქორწინებაშია მსახიობ სუშანტ სინგჰ რაჯპუტთან, რომელიც მისი მეწყვილეა სერიალში „ფიცი“. ანკიტას აქვს ფსევდო სახელები: ანკი, მინტი, პუჯა. მსახიობის გარეგნობიდან, განსაკუთრებით გამოყოფენ მის ლამაზ შავ თვალებს. აქვს შავი ფერის თმა, სხეულის საერთო ზომა 34-26-34, მკერდის ზომა 34В, ფეხის ზომა 8, იწონის 55 კგ-ს. რელიგიით არის - ჰინდი.

ვაჟა ჩომახიძე.

Ankita, Lokhande, ლაკჰანდი, ანკიტა
სულ კომენტარი: 0
avatar