ბიოგრაფია

დალჯიტ კაურ ბჰანოტი / Daljit Kaur Bhanot

27.07.2016 ბოლივუდის მსახიობები 896 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი: დალჯიტ კაურ ბჰანოტი
დაბადების თარიღი: 1982 წლის 15 ნოემბერი
დაბადების ადგილი: ინდოეთი
პროფესია: ტელე-მსახიობი
კარიერა: 2005 წლიდან
ზოდიაქო: მორიელი
სიმაღლე: 165 სმ

ბიოგრაფია: დალჯიტი პანჯაბურ ოჯახში დაიბადა. მამა სამხედრო - პენსიონერია, წოდებით თადარიგის პოლკოვნიკი. ორი და ჰყავს და ისინიც სამხედრო სამსახურში არიან ჩართულნი. ერთი მათგანი ზურგის დარგში მუშაობს, მეორე კი - სამხედრო მფრინავია. 2004 წელს დალჯიტმა მის პუნას ტიტული მოიპოვა. ასევე ფინალისტი იყო სხვადასხვა კონკურსებისა: მის ფლოტი, მის მუმბაი, მის მაჰარაშტრა. მისი დებიუტი ტელევიზიაში 2005 წელს შედგა და თავისი პირველი, ჯოდჰპურის სამეფო კარის გოგონას როლი დრამაში „Kulvaddhu“ ითამაშა. ამ დრამის დამთავრებისთანავე იმავე წელს შიჰკას როლი, პრატაპ სინგჰის გოგონასა და ჩჰოონა ასმაანის შეყვარებულის როლი შეასრულა. იმავე დროს, მან ითამაშა სუჰანას - დიქსიტ სანტაანის ოჯახის უმცროსი ძმის როლიც.

Nach Baliye 4 -ში მონაწილეობის დასრულების შემდეგ, მსახიობმა მცრეხნიანი შესვენება აიღო და 2009 წელს, უკვე შალინ ბჰანოტზე დქორწინებულმა, პროექტში „Kahaniya Vikram Aur Betaal Ki“ პრინცესა მადჰუმატის როლი შეასრულა, რითაც მაყურებელთა საყოველთაო აღიარება და სიყვარული მოიპოვა.

2011 წლიდან მსახიობი უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში პოპულარულ ტელესერიალში, „მოჯადოებულები“ თამაშობს ანჯალის როლს.

პ ი რ ა დ ი: Kulvaddhu- ზე მუშაობისას მსახიობი შალინ ბჰანოტს შეხვდა, რომელსაც 2009 წლის 9 დეკემბერს ცოლად გაჰყვა. მათ შეეძინათ პირველი და უკანასკნელი ვაჟი. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, 2013 წელს დალჯიტმა ქმართან განქორწინების თაობაზე განცხადება შეიტანა. განქორწინების მიზეზად მსახიობმა ქმრის მხრიდან ფიზიკური ძალადობა დაასახელა. მსახიობის ქმარი მშობლიურ ქალაქ ჯაბალპურში ცხოვრობს. დალჯიტი ყოფილ მეუღლეს დღესასწაულებსა და დაბადების დღეებზე იწვევს ხოლმე და ისინი ერთად ატარებენ დროს.

2015 წლიდან დალჯიტ ბჰანოტს იღებენ ახალ სატელევიზიო პროექტში „waragini - Jodein Rishton Ke Sur“, სადაც ის ჯანკი გადოდიას როლს ითამაშებს.
 ვაჟა ჩომახიძე

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
2015 - waragini - Jodein Rishton Ke Sur 
2011 - 2012 -Iss Pyaar Ko Kya Naam Doon? 
2009 - Kahaniya Vikram Aur Betaal Ki
2007 - 2009 -Santaan 
2007 - 2008 -Chhoona Hai Aasmaan
2006 - 2007 – Kulvaddhu Niyati
2005- Kumkum 
2005 - Kaisa Ye Pyar Hai

კაურ, დალჯიტ, Daljit, ბჰანოტი, ბიოგრაფია, მსახიობი, Kaur, Bhanot
სულ კომენტარი: 0
avatar